პრეზიდენტმა 54 პატიმარი შეიწყალა

პრეზიდენტმა 54 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების თაობაზე განკარგულება გამოსცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა "სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის, 19 იანვრის N19/01/01" განკარგულებას, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 54 პირი, საიდანაც 2 არასრულწლოვანი და 3 ქალია.

პრეზიდენტის განკარგულება გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.

შეწყალებულმა პირებმა საპატიმროები უკვე დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ