ანუკი არეშიძის ძმა კალაძის ახალშობილის დაბადების შესახებ ყვება

ანუკი არეშიძის ძმა კალაძის ახალშობილის დაბადების შესახებ ყვება

9 იანვარს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და დიზაინერ ანუკი არეშიძეს მესამე შვილი შეეძინათ. ახალშობილს ვაჩე დაარქვეს.

გიორგი არეშიძე, ანუკი არეშიძის ძმა:

- ანუკიმ მილანში იმშობიარა. უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პატარა ვაჩე და მისი დედიკოც თავს კარგად გრძნობენ. ანუკი მილანში მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე გაემგზავრა.

- მშობიარობას კახა დაესწრო?

- დიახ. კახა სამივე შვილის დაბადებას ესწრებოდა. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა. ვაჩე 2 კილოგრამსა და 900 გრამს იწონის, 52 სანტიმეტრია. პატარა კახაც იმავე სამშობიაროშია და­ბადებული, რომელშიც - ვაჩე. თურმე, მაშინ ანუკი 412-ე პალატაში იწვა და ახლაც, ვაჩეზე სამშობიაროდ რომ მივიდა, იმავე პალატაში აღმოჩნდა - აი, ასეთი უცნაური დამთხვევა მოხდა.

- ბავშვს სახელი ვინ შეურჩია?

- ანუკიმ. სახელი - ვაჩე კახასთვის სიურპრიზი იყო. ვიდრე ბავშვი არ დაიბადა, არ იცოდა, ანუკის შვილისთვის რა სახელი ჰქონდა შერჩეული. ვაჩე ძველი ქართული სახელია და მეც მომწონს. ქართლის ერთ-ერთ მეფეს ერქვა.

- მის დაბადებას ძმები როგორ შეხვდნენ?

- სამშობიაროში იყვნენ და მოინახულეს. ამ სიხარულს უფროსი - ლევანიკო უფრო მეტად აღიქვამს. ორივეს უნდა, რომ პატარა ძმა რაც შეიძლება მალე წაიყვანონ სახლში. ვიდრე ანუკის სამშობიაროში წაიყვანდნენ, ლევანიკოს მთელი ღამე არ სძინებია, - დილით დედას მეც უნდა გავყვეო. მართლაც წაუყვანიათ. შინ რომ დაბრუნდა, თავისი საჩუქრები შეურჩევია და უთქვამს, - ესენი ვაჩეს უნდა წავუღოო.

- კახა უკვე საქართველოშია. ანუკი და ბავშვები როდის ჩამოვლენ?

- დედა-შვილი ჯერ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. როგორც კი ნებას დართავენ, ჩამოვლენ. სავარაუდოდ, 2 კვირაში დაგვიბრუნდებიან.

- ვაჩე ოჯახის მესამე შვილია. ის პატრიარქის ნათლული იქნება?

- გამიხარდება, თუკი ჩემს დისშვილს პატრიარქი მონათლავს. არ ვიცი, ანუკიმ და კახამ ჯერ ამაზე ილაპარაკეს თუ არა.

- მადლობა ინტერვიუსთვის.

- მადლობა თქვენ, ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის.

P.S. ჟურნალ "გზის" რედაქცია ულოცავს ოჯახს მესამე შვილის დაბადებას და პატარა ვაჩეს ჯანმრთელობას უსურვებს!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია