მარიკო ლეჟავას პიკანტური საახალწლო ჩაცმულობა და სცენაზე გამოჩენილი ბანდაჟი

მარიკო ლეჟავას პიკანტური საახალწლო ჩაცმულობა და სცენაზე გამოჩენილი ბანდაჟი

31 დეკემბრის ღამეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რიყეზე შეხვდა. მიზეზი კი იქ გამართული კონცერტი გახლდათ. ამ კონცერტს მანამდეც ახლდა უამრავი სკანდალი. მომღერლების ნაწილი უკმაყოფილო დარჩა, რადგან მათ საახალწლო სცენაზე სიმღერის საშუალება არ მიეცათ.

ღონისძიებაზე საკმაოდ საინტერესო დუეტები ვიხილეთ. ანრი ჯოხაძე და დათო ლომიძე, ეკა მამალაძე და სამორი ბალდე. სცენაზე იდგნენ ''რუსთავი 2''-ის მუსიკალური შოუების ფინალისტები და გამარჯვებულები. ერთ-ერთი აღმოჩნდა მარიკო ლეჟავაც, რომელიც ნინა სუბლატსა და ნუკა კვალიაშვილთან ერთად ''საქართველოს ვარსკვლავის'' ფინალისტი გახლდათ. მარიკომ ბიონსეს ცნობილი ჰიტი Single Ladies-ს შეასრულა. სკანდალური გამოხმაურება მარიკოს ჩაცმულობას მოჰყვა. ბრჭყვიალა ბოდეში გამოწყობილი მომღერალი სცენაზე საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა, თუმცა ოპერატორის გადაღებული ახლო კადრებიდან მაყურებელმა ნათლად დაინახა ბანდაჟი, რომელიც მომღერალს ბოდეს ქვეშ ჩაეცვა...

''საქართველოს ვარსკვლავის'' შემდეგ მომღერალი ტელევიზიით აღარ გამოჩენილა, ამიტომ ინტერვიუ მის პროფესიულ სიახლეებზე საუბრით დავიწყეთ.

- მარიკო, როგორ ცხოვრობდი ''საქართველოს ვარსკვლავის'' დასრულების შემდეგ?

- კონკურსის სამი თვე ყველაზე კარგი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყოველდღიური რეპეტიციები, გადარბენა, კვირაში ერთხელ კონცერტი. პროექტის დასრულების შემდეგ დეპრესიაში ჩავვარდი. შემდეგ მეგობარმა მირჩია, რომ ბენდი გამეკეთებინა. შევიკრიბეთ მე, დაჩი პავლიაშვილი, სოლომონ გეგეშიძე, ბულბულა, გივი და ჩემი პიანისტი, უნიჭიერესი თამუნა ბაბილუა. ბენდს ''ბერნ'' (დაწვა) დავარქვით. შემდეგ პრობლემა გახდა სარეპეტიციო დარბაზი, ამის საშუალება არ გვქონდა. დიდი ფიქრის შემდეგ ნიკა გვარამიასთან მივედი და ვთხოვე, იქნებ, ''რუსთავი 2''-ის სარეპეტიციოთი გვესარგებლა და უპრობლემოდ დაგვთანხმდა.

- მახსოვს, კონკურსის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ნიკა შენი ნათესავი იყო.

- ნიკა მაგარი მელომანია, ის ჩართული იყო ''საქართველოს ვარსკვლავში''. მოდიოდა რეპეტიციებზე და რჩევებს გვაძლევდა. ჩვენ ნათესავები არ ვართ. გვარამია და ლეჟავა ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის (იცინის). დღემდე ყოველდღიურად გვაქვს რეპეტიციები, მაგრამ კლუბებში არ გამოვდივარ. როდესაც ყოველდღე გაქვს ივენთი ერთსა და იმავე ადგილას, ხალხიც იგივეა, ემოცია გიქრება. არადა, ჩემი ემოციებითა და მანერებით მოვწონვარ ხალხს. ფულის გამო არ ვმღერი, ხალხთან კონტაქტი, ტაში, ყვირილი მომწონს. ყველანაირ ფულს მირჩევნია ბავშვების მიერ გამოხატული სითბო. ყოველდღიური სამსახური არ მაქვს, თორემ კორპორატიულ საღამოებზე გამოვდივართ.

- ახალი წლის საღამოზე ვისაუბროთ, სკანდალურად დაბრუნდი დიდ სცენაზე.

- ბიონსეს Single Ladies-ზე ამბობთ, ალბათ (იღიმის). ეს სიმღერა მე და ძალიან მაგარმა ადამიანმა სოფო ტოროშელიძემ შევარჩიეთ. ''საქართველოს ვარსკვლავის'' შემდეგ ამბობდნენ, რომ ცეკვაც შემეძლო და ამიტომ გადაწყვიტეს, ჩემი გამოსვლისთვის შოუს ელემენტიც დაემა ტებინათ. პრეტენზია არ მაქვს, რომ ბიონსესნაირი ტანი მაქვს, მაგრამ ეს ქალი ჩემი კერპია. ამ სიმღერას ისეთი ცეკვა აქვს, რომ კარგი იქნებოდა ბოდეს ჩაცმა. ცოტა შემეშინდა, რადგან პროექტის შემდეგ მოვსუქდი. ამ ნომრის შესახებ კი ერთი თვით ადრე გავიგე. ყოველდღე დავდიოდი სპორტულ დარბაზში სავარჯიშოდ, თავს ვიკლავდი, მაგრამ ამაოდ. სამწუხაროდ, ტელევიზორი ძალიან ასუქებს და ჩემი წვალება ეკრანზე არ შემეტყო, ძალიან დიდი გამოვჩნდი. თუმცა კონცერტის დამსწრე მაყურებელმა ნახა, რომ წონაში დაკლებული მაქვს.

- სოციალურ ქსელებში შენს ჩაცმულობას ბევრი გამოეხმაურა.

- თქვენ თუ გახსოვთ, ''ვარსკვლავების აკადემიის'' ფინალში მე, ნუკამ და ნინამ ''მულენ რუჟი'' ვიმღერეთ. იქ უფრო ვულგარული კოსტიუმი მეცვა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება