25 ათასამდე ავტომოყვარულმა "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებულები გამოავლინა

25 ათასამდე ავტომოყვარულმა "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებულები გამოავლინა

საავტომობილო ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" ორგანიზებით და კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით გამართული, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო კონკურსი - "ოქროს საჭე 2013" საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოდგა. რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის პროცედურა „პალიტრა მედიას" რამდენიმე მედია საშუალებით: www.autobild.ge, www.sportall.ge, www.ambebi.ge, www.adami.ge, www.palitratv.ge, ასევე „ვისოლის" ვებ გვერდისა და facebook პროფილის მეშვეობით 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხმის მიცემის პროცედურა 31 დეკემბერს შეწყდა.

კონკურსში 25 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა და თავისი პოზიცია დააფიქსირა. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში სხვადასხვა საავტომობილო დილერები, ავტო ბრენდის ფან კლუბები და გულშემატკივრები იყვნენ ჩართული.

6 სხვადასხვა კლასში (SUV კლასი, ვენების კლასი, კომპაქტური კლასი, კუპეები და კაბრიოლეტები, მცირელიტრაჟიანთა კლასი, საშუალო და მაღალი კლასი) გადანაწილებულ საუკეთესო ავტომობილებს 30 იანვარს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართულ გალა-დაჯილდოების ცერემონიალზე გამოავლენენ, რომელსაც "AUTO BILD საქართველოსთან" ერთად, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია უწევს ორგანიზებას. ღონისძიება ორ თემას მოიცავს: ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოება და "ოქროს საჭე 2013"- ის გამარჯვებულთა დაჯილდოება.

"ოქროს საჭე" გერმანიაში 1976 წლიდან დაიწყო და დღეს "საავტომობილო ოსკარის" სახელწოდებითაა ცნობილი. აღნიშნული კონკურსი საშუალებას აძლევს ყველა წამყვანი საავტომობილო ბრენდის წარმომადგენელს საქართველოში, რომ წარმოაჩინოს თავისი უხლესი მოდელები, ფართო საზოგადოებას გააცნოს მათი უპირატესობები და გახდეს "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებული, - აცხადებს “AUTO BILD საქართველოს" მარკეტინგის მენეჯერი ლაშა წიკლაური.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია