დეკანოზი დავით ისაკაძე - გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოკერიას დაგეგმილი აქვს სისხლისნი დრამა ეკლესიის წინააღმდეგ

დეკანოზი დავით ისაკაძე - გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბოკერიას დაგეგმილი აქვს სისხლისნი დრამა ეკლესიის წინააღმდეგ

წმიდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) ambebi-ge-სთან საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას პასუხობს, რომელიც მან გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" გააკეთა.

"თუ ციხის ბუნტის დროს ადამიანის წამებაში ეჭვმიტანილ ბოკერიას, ეს განცხადება არ გაუკეთებია, საჯაროდ უნდა გამოაცხადოს, რომ მას არ გაუკეთებია ეს განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მას დაგეგმილი აქვს ახალი სისხლიანი დრამა ეკლესიის წინააღმდეგ", - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

შეგახსენებთ, გაზეთ "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით, "რა კომპრომატები დაუდეს ერთმანეთს "ნაციონალმა" ბოსებმა და რომელი "ნაციონალი" ლიდერები აწარმოებენ მოლაპარაკებებს "ქართულ ოცნებასთან".

სტატიის ავტორი წერს, რომ 17 იანვარს "ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. მთავარი საკითხი "კეზერას საქმე" იყო. პარტიულმა თავყრილობამ დიდ აყალმაყალში ჩაიარა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიგა ბოკერიამ განცხადება გააკეთა. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, გაეგრძელებინათ ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა მის მოწოდებას პარტიის ნაწილი კრიტიკით შეხვდა. ბოკერიამ მათ სულ ფარისევლები ეძახა. სტატიაში მოყვანილია გიგა ბოკერიას შეურაცხმყოფელი სიტყვები სამღვდელოებისა და პატრიარქის მიმართ, რომელიც მან ამ შეხვედრაზე გააკეთა. ბოკერიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაახსენა თანაპარტიელებს, ეკლესიასა და პატრიარქს შეფარულად მხარი რომ არ დაეჭირათ ბიძინა ივანიშვილისთვის, არჩევნები სულ სხვა შედეგებით დასრულდებოდა, ხალხის დიდ ნაწილს სასულიერო პირებმა უბიძგეს ივანიშვილის მხარდასაჭერადო.

როგორც სტატიის ავტორი წერს, გიგა ბოკერისას უთქვამს: "მე იმას მაინც ვაცხადებ, რომ ათეისტი ვარ და ეკლესიაც და პატრიარქიც ფეხებზე მკიდია, თქვენ კი, დილით მიშასთან ერთად ლოცულობდით და საღამოს მაგ თქვენ პატრიარქთან... ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხის გამომათაყვანებელ პატრიარქსა და მღვდლებს საკუთარი ხელით დავხვრეტდი...".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია