როგორ აღნიშნა თბილისმა ჩახუტების საერთაშორისო დღე (+13 ფოტო)

როგორ აღნიშნა თბილისმა ჩახუტების საერთაშორისო დღე (+13 ფოტო)

თბილისში  ჩახუტების საერთაშორისო დღე  აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, ახალგაზრდები თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩებზე იკრიბებიან და გამვლელებს ეხუტებიან.

მათთან ერთად იმყოფებიან ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის თილისმები, ვეფხვი და ბიჭი, რომელთა პრეზენტაცია დღეს მოხდა.

გამვლელებს ეხუტებიან და აქციაში ასევე იღებენ მონაწილეობას ევროპის 2014 წლის მძლეოსნობის გუნდური ჩემპიონატის "თბილისი 2014"-ის თილისმა ციყვი ”კოკო”. ასევე მოხალისეები, რომლებიც ეხუტებიან მოსახლეობას და პარალელურად სამახსოვრო სტიკერებს ჩახუტების პროცესში ზურგზე აკრავენ.

"ჩახუტების დღის იდეა ადამიანების მიმართ სითბოს, ყურადღებისა და კეთილგანწყობის გამოხატვაა. ამ ჟესტით გვსურს გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოებისკენ, რომელიც ეხმიანება ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის მთავარ სლოგანს "ნაბიჯი მომავლისკენ". დღევანდელ აქციაზე კი მოსახლეობის ყურადღებას შემდეგი სლოგანით ვიქცევთ "ჩაგვეხუტეთ და გადავდგათ ნაბიჯი მომავლისკენ" განუცხადა"ინტერპრესნიუსს" საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახურის უფროსმა ანი გიუნტერმა.

თბილისში ჩახუტების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ილიას უნივერსიტეტიდან დაიწყო, რის შემდეგ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. ჩახუტების აქციაში მონაწილეები ასევე ეწვევიან ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსისა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას.

ეს დღე აშშ-ში 1986 წელს სახელწოდებით - "ეროვნული ჩახუტების დღე" დაარსდა. შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და სახელწოდებაც იცვალა. მას ჩახუტების საერთაშორისო დღე დაერქვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია