"წულუკიანის პრესმდივანი მწყევლის" - გოგა ხაჩიძე მარიამ სხილაძეს პასუხობს

"წულუკიანის პრესმდივანი მწყევლის" - გოგა ხაჩიძე მარიამ სხილაძეს პასუხობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პრესსმდივნის, მარიამ სხილაძის "წყევლას" ეხმაურება.

"თეა წულუკიანის პრესმდივანი - მარიამ სხილაძე მწყევლის... :))", - წერს ხაჩიძე და მარიამ სხილაძის სიტყვებს აქვეყნებს, რომელიც მან საკუთარ "ფეისბუქ-გვერდზე" დაწერა.

"ENA უნდა გაუხმო ყველას, ვისაც ამ დაწესებულების დიპლომში ეჭვი ეპარება. ისე კი გაუხმათ მგონი :)))))))))))“, - წერს მარიამ სხილაძე.

შეგახსენებთ, თეა წულუკიანის კვალიფიკაციის საკითხით  უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა. იუსტიციის სამინისტროსგან მან თეა ულუკიანის უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვა.

მოგვიანებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტეს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც მათი კურსდამთავრებულია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.

სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში აქტიური განხილვების შემდეგ თეა წულუკიანმა საკუთარ განათლებასთან დაკავშირებით განმარტება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირადად გააკეთა.

თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ მას იურიდული განათლება აქვს. გადაცემა "აქცენტების" ავტორსა და წამყვანს ეკა კვესიტაძეს იუსტიციის მინისტრმა ჩარჩოში ჩასმული დიპლომები გადასცა. მინისტრის განცხადებით, მას ოთხი დიპლომი აქვს. წულუკიანის განცხადებით, საფრანგეთში უმაღლესი სასწავლებელი ENA დაამთავრა.

"რაც შეეხება ქართულ კანონს, ის ითხოვს, რომ მე ვიყო საქართველოს მოქალაქე და მქონდეს იურიდიული განათლების უმაღლესი დიპლომი. მე ქართული კანონის მოთხოვნას ვაკმაყოფილებ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იხილეთ ასევე: ”თავისუფალი ზონა” - ENA არ გასცემს იურისტის დიპლომს

"სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი დაიდოს!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს