ჰიუ ლორი რუსული არყის ბოიკოტისკენ მოგვიწოდებს

ჰიუ ლორი რუსული არყის ბოიკოტისკენ მოგვიწოდებს

პოპულარული ტელესერიალის, "ექიმი ჰაუსის" ვარსკვლავი ჰიუ ლორი საკუთარ თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, პროტესტის ნიშნად რუსულ არაყს ბოიკოტი გამოუცხადონ.

ვარსკვლავი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვებმა გააღიზიანა, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე ჰომოსექსუალებს მიიღებს იმ პირობით, თუ ისინი საკუთარ "შვილებს ნებას მისცემენ, მშვიდად იცხოვრონ". მსახიობმა არაყის ბოიკოტისკენ "ტვიტერის" საკუთარ 300 000 გულშემატკივარს მოუწოდა.

"რუსულ ნაწარმს ბოიკოტს ვუცხადებ. რუსული არაყი კარგია, თუ ღუმელის გაწმენდა გინდა, დასალევად ამიერიდან პოლონური სჯობს", - დაწერა მსახიობმა "ტვიტერში".

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით ქვეყანაში დაისჯება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჰომოსექსუალიზმის "პროპაგანდას" ხელს შეუწყობს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება