"სააკაშვილს ახალ სამსახურშიც არ ასვენებენ"

"სააკაშვილს ახალ სამსახურშიც არ ასვენებენ"

საქართველოს მთავრობის კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კოკა ყანდიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქილიკებს.

"უკრაინას კიევში უტევენ - რუსები....

სააკაშვილს ამერიკაში უტევენ - ცოდვები...

სააკაშვილს - ახალ სამსახურშიც არ ასვენებენ :))

- მასეთ არაკაცს ხელს არავინ ჩამოართმევს - არამც თუ შვილებს მიაბარებს აღსაზრდელათო.... რა უნდა მაგას ჩვენს უნივერსიტეტშიო....", - წერს ყანდიაშვილი.

კოკა ყანდიაშვილს მხედველობაში აქვს ამერიკელი დიპლომატის ჯონ ქრისტიან კორნბლამის წერილი, რომელიც მან ტაფტის უნივერსიტეტის სტუდენტური გამოცემის რედაქტორს გაუგზავნა.

ამერიკელი დიპლომატი წერილში მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტაფტის უნივერსიტეტის, ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში მუშაობის დაწყების გამო. ამის თაობაზე კორნბლამმა წერილობით მიმართა ტაფტის უნივერსიტეტის გამოცემა The Tufts Daily-ის რედაქტორს.

"მწუხარებით გავეცანი თქვენს გაზეთში ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის თაობაზე, როგორც ეგრეთ წოდებული "მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწის". ეს დანიშვნა ფლეტჩერის ახალი დეკანის არა მხოლოდ ცუდი გადაწყვეტილების მაგალითია, არამედ ზიანის მომტანია ფლეტჩერის სტუდენტებისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. სააკაშვილს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია იყოს მაგალითი მომავალი დიპლომატებისა და ბიზნეს აღმასრულებლებისთვის", - ნათქვამია კონ ქრისტიან კორნბლამის წერილში.

ამასთან, ამერიკელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ის ყოფილი ელჩი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სააკაშვილის ოპონენტის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

"ეს არჩევნები არ არის აღნიშნული ფლეტჩერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ დაუდევრობის მიზეზი შესაძლოა ის ფაქტია, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგად ძალაუფლება "ქართულ ოცნებას" გადაეცა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა და მისმა პარტიამ ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა ყველა ბერკეტი გამოეყენებინა მეტოქე ბიძინა ივანიშვილის კამპანიის დაბლოკვისთვის. ივანიშვილი გახლავთ ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში იმისთვის მივიდა, რათა დაესრულებინა ადამიანთა უფლებების სისტემატური დარღვევები, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა და ეკონომიკური რღვევა, რომელიც სააკაშვილის მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი", - ნათქვამია ჯონ ქრისტიან კორნბლამის წერილში.

ამასთან, ამერიკელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ თავად იყო მომსწრე 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო დრამატული კვირების და პირადად შეუძლია დაადასტუროს საარჩევნო კამპანიაში ჩართული მუშაკების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა და თავისუფლებაზე ზეწოლა, რომელსაც თავად აკვირდებოდა. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეთა 60%-ზე მეტმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა, არა მხოლოდ ივანიშვილის გამბედაობის დასტური, არამედ დასავლეთის მთავრობების მხარდაჭერაა, რომელთაც ნათელი გახადეს სააკაშვილისთვის, რომ მას აღარ დართავდნენ არჩევნების მოპარვის ნებას.

"ფლეტჩერის ახალი დეკანი უფროსი სამხედრო ამერიკელი ჩინოვნიკების ჯგუფიდანაა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილს, მიუხედავად მისი დანაშაულებებისა, რადგან ის ნატო-ს ერთგული იყო. დარწმუნებული ვარ, რომ დეკანი დაიცავს თავის გადაწყვეტილებას, რა ფაქტებიც არ უნდა გაჩნდეს. მაგრამ ფლეტჩერის სტუდენტებსა და ფაკულტეტს შეუძლიათ ამ სამწუხარო ამბავში პოზიტიური შედეგის მიღებაში დახმარება იმით, რომ სააკაშვილის ყოველი გამოჩენა მათში გამოიწვევს მისი მემკვიდრეობის სრულ და გულწრფელ განსჯას. წაიკითხეთ საქართველოს უახლესი ისტორია, გაეცანით სააკაშვილის მიერ პატიმრების მოპყრობის ფაქტებს, დემონსტრანტების დაუნდობელ დარბევას 2011 წლის მაისში, კორუფციას და პირად გამდიდრებას, რითაც მთელი მისი რეჟიმი იყო ინფიცირებული. პირველ რიგში, აიძულეთ იგი, თქვას სიმართლე. ამით თქვენ მიაღწევთ იმას, რომ მისი უცნაური დანიშვნა იქცევა იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლია თავისუფლებას გაიმარჯვოს ისეთ პოსტ-საბჭოთა დიქტატორებზე, როგორიც სააკაშვილია, რუსეთის მოსაზღვრე სტრატეგიულ რეგიონებში", - ნათქვამია ჯონ ქრისტიან კორნბლამის წერილში.

იხილეთ ასევე: აშშ-ის უნივერსიტეტში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი თანამდებობა შეიქმნა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს