ჯენიფერ ლოურენსი და ნიკოლას ჰოლტი დაინიშნენ

ჯენიფერ ლოურენსი და ნიკოლას ჰოლტი დაინიშნენ

ახალგაზრდა მსახიობები ჯენიფერ ლოურენსი და ნიკოლას ჰოლტი დაინიშნენ. წყვილის ახლობლების თქმით, ჯენიფერი თავდავიწყებით არის შეყვარებული, მაგრამ ემოციების დამალვას ცდილობს. მსახიობი ამ მხრივ, ჩაკეტილი ადამიანია და საკუთარ პირად ცხოვრებას არ ამზეურებს.

წყვილმა საახალწლო არდადეგები ერთად გაატარა. ისინი ჯენიფერის ოჯახში კენტუკის შტატში იმყოფებოდნენ, სადაც ნიკოლასმა შეყვარებულის ხელი მსახიობის მამას ოფიციალურად სთხოვა.

როდის გაიმართება ქორწილი, უცნობია. ამასთან, წყვილი გრანდიოზული დღესასწაულის მოწყობის წინააღმდეგია. მსახიობების მეგობარი ამბობს, რომ მათ უბრალოდ ზედმეტი მოწმეების გარეშე, ოჯახის გარემოცვაში სურთ ქორწილის აღნიშვნა.

ლოურენსმა და ჰოლტმა ერთმანეთი 2011 წელს ფილმ "იქს-ადამიანები: პირველი კლასის" გადაღებებზე გაიცნეს.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება