რაზე შეუთანხმდა მეუღლეს კახა კინწურაშვილი

რაზე შეუთანხმდა მეუღლეს კახა კინწურაშვილი

ხუთი წლიდან მსახიობობა უნდოდა, ბევრჯერ მოუხდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მათ შორის ერთხელ - იძულებით, სოხუმს ვგულისხმობთ... დღეს ფიქრობს, რომ უფრო მეტი დრო უნდა დაეთმო იმ გმირებისთვის, რომლებიც განასახიერა. იყო პერიოდი, როცა რეჟისორებსაც ადანაშაულებდა. მაგრამ დღეს საკუთარ თავში აღმოაჩინა პრობლემა. ახლა მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საყვარელ საქმეს. მსახიობ კახა კინწურაშვილს მუსიკისა და დრამის თეატრში შევხვდით, საუბარი შემოქმედებითა და სიახლეებით დავიწყეთ. იმასაც შეგახსენებთ, რომ კახა მცირე ხნის წინ იურისტ მზიკა ყანჩელზე დაქორწინდა.

- ჯერჯერობით ახალი და საინტერესო არაფერი ხდება, იყო საშობაო სპექტაკლები, რომელშიც მე არ გახლავართ დაკავებული და ამ თვალსაზრისით დასვენება გამომივიდა. ცოტა ხანში ყველა ის სპექტაკლი ჩაეშვება, რაც კი რეპერტუარშია და დავიწყებ მუშაობას. რაც შეეხება ახალ სპექტაკლებს, რეჟისორი დათო დოიაშვილი აპირებს ''ლურჯი ფრინველის'' დადგმას, თუმცა არც იქ ვარ განაწილებული, ამიტომ რეპეტიციებიც არ მაქვს. როგორც ვიცით, თებერვლიდან უნდა დაიწყოს ახალ სპექტაკლზე მუშაობა და ამას ველოდებით. ბოლო პერიოდში მუსიკისა და დრამის თეატრში ახალგაზრდა რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დადგა ''მოჩვენებანი'', მუშაობის სამთვიანმა პერიოდმა მართლაც დიდი გამოცდილება მომცა და მადლობა მინდა ვუთხრა მას იმისთვის, რომ ასეთი კარგი გმირი მანდო. ამ სპექტაკლით ჩემთვის კიდევ ბევრი საინტერესო კარი გაიხსნა ლიტერატურასა და დრამატურგიაში.

- რას გვეტყვი უშუალოდ გმირზე მუშაობის პროცესზე?

- რაიმე კონკრეტული ხერხი არ მაქვს, ახალ გმირზე მუშაობის დაწყებისას ვიღებ ახალ რვეულს ან ბლოკნოტს და იქ ვწერ პიესას, ამოცანებს, ჩემს ემოციებს გმირის შესახებ.

- ამ ბლოკნოტებს ინახავ?

- კი, ოღონდ არა იმიტომ, რომ შემდეგ ვიღაცამ იპოვოს და წაიკითხოს, ვაგროვებ თუნდაც იმ მიზნით, რომ ხანდახან თვალი გადავავლო. თუკი, მაგალითად, პრემიერის შემდეგ ერთი წლის თავზე ითამაშებ იმავე პიესას, ეს დეტალების გახსენების კარგი საშუალებაა.

- ამ ბლოკნოტში ვინმეს თუ ახედებ?

- არასდროს მომხდარა, რომ ვიღაცას შემთხვევით წაეკითხა, თუმცა ერთხელ საგრიმიოროში გადაშლილი მქონდა, რეჟისორმა შემთხვევით გადახედა და სიყვარულით თქვა, ნახე, როგორ წერსო. მოეწონა ეს ფაქტი. ზოგადად, როცა ამა თუ იმ გმირზე ვმუშაობ, აუცილებლად ვესაუბრები ჩემს მეუღლეს, მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება, მან ისეთი კუთხით დაინახოს ის გმირი, რომ ჩემთვის ძალიან საგულისხმო აღმოჩნდეს.

- მეუღლე რამდენად კრიტიკულია?

- კრიტიკულია, რადგან ჩვენ თავიდანვე, ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში, შევთანხმდით იმაზე, რომ ერთმანეთს ჯანსაღად შევაფასებდით და ეს არ იქნებოდა უბრალო ''გულის გაკეთება''. მიუხედავად იმისა, რომ ის იურისტია, კარგი მაყურებელია, ამიტომ მასთან დეტალურად განვიხილავ ჩემი შემოქმედების, თუ კონკრეტული გმირის ნიუანსებს. ჩემს დადებით მხარედ იმას აღვიქვამ, რომ მაქვს უნარი, სწორად მივიღო კრიტიკა. რაც უფრო მეტად საწყენი იქნება შენიშვნა, მისი გამოსწორების მით უფრო დიდი სურვილი მიჩნდება, ეს კი სტიმულს მაძლევს, გავხდე უკეთესი მსახიობი და პიროვნება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება