მერილ სტრიპმა თავის ვაჟს კეტი ჰოლმსი "გაურიგა"

მერილ სტრიპმა თავის ვაჟს კეტი ჰოლმსი "გაურიგა"

ოსკაროსანი მსახიობი, მერილ სტრიპი მაჭანკლობამ გაიტაცა. კინო-ვარსკვლავი თავის 34 წლის ვაჟს, ჰენრი ვოლფ ჰამერს ახალგაზრდა კოლეგას, კეტი ჰოლმსს ურიგებს.

მერილ სტრიპმა კეტი, სამხრეთ აფრიკაში, მორიგი გადაღებების დროს გაიცნო და მათ შორის ახლო ურთიერთობაც დამყარდა. უფროსი მსახიობი მოხიბლული დარჩა კეტის პრაქტიკული ხასიათით და გადაწყვიტა, რომ ის ჰენრისთვის იდეალური პარტნიორი იქნება.

ანონიმური წყაროს ცნობით, ქალები ხშირად ვახშმობდნენ ერთად. ჰოლმსი კი სადედამთილოს გამოუტყდა, რომ ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ მამაკაცებთან სიახლოვეს გაურბის.

"მან მერილს უთხრა, რომ სურს, მისივე ასაკის, შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ ადამიანს შეხვდეს, რომელიც ძალიან პოპულარული არ არის", - აცხადებს ინფორმატორი. მერილმა მაშინვე შესთავაზა კეტის თავისი ვაჟის გაცნობა.

კეტიც დათანხმებულა, თუმცა უთხოვია, ჯერ ტელეფონით გამესაუბროსო. დედის რეკომენდაციები არც ჰენრიმ უგულებელყო და გოგონას მართლაც დაურეკა.

ინფორმატორები ირწმუნებიან, რომ წყვილმა საერთო ენა გამონახა და მალე ერთმანეთის უკეთ გაცნობას გეგმავენო. საგანგებოდ ამ მისიისთვის კი მერილ სტრიპს გადაწყვეტილი აქვს საგანგებო ვახშამი გამართოს და ახალგაცნობილი წყვილი მიიპატიჟოს.

დიდი ოჯახური ვახშამი თებერვლის დასაწყისში იგეგმება.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება