ნანკა კალატოზიშვილი ჭორებისა და ირაკლი კეიდიას შესახებ

ნანკა კალატოზიშვილი ჭორებისა და ირაკლი კეიდიას შესახებ

ნანკა კალატოზიშვილისთვის გასული წელი ძალიან კარგი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ დედა გახდა, დანიელი შეეძინა, რომელთან ერთადაც, გასულ 31 დეკემბერს პირველი ახალი წელი აღნიშნა. კარიერის თვალსაზრისით შედარებით პასიური წელი უნდა ყოფილიყო, თუმცა მსახიობი ორსულობის შვიდ თვემდე ჩვეული აქტივობით იყო დაკავებული სპექტაკლებში, შემდეგ მცირე პაუზა ჰქონდა, მაგრამ ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაჩენიდან მალევე ახალ სერიალში დააკავეს, რომლის პრემიერაც იანვრის ბოლოს გაიმართება. ასევე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' წამყვანად დაამტკიცეს. ნანკას გასული წლის შეფასება ვთხოვეთ და ვკითხეთ, როგორ უყურებს 2014 წელს.

- როგორ შეხვდი ახალ წელს?

- ახალ წელს ჩემი მთავარი ტრადიციაა, რომ მას აუცილებლად სახლში შევხვდე.

- გადაცემა გვიან დასრულდა და მოახერხე შინ მოხვედრა თორმეტი საათისთვის?

- არ ვიცი, როგორ მოვასწარი. ისე მოვრბოდი... დუტამ წამომიყვანა და გიჟებივით მივდიოდით. საგრიმიოროში ფეხშიშველი დავრბოდი, რომ დროულად მომესწრო გამოცვლა. 12-ს აკლდა 5 წუთი, სახლში რომ ფეხი შევდგი. საბურთალოზე ვცხოვრობ და ამიტომ გამიმართლა, ცირკის ტერიტორიიდან შედარებით მარტივად და სწრაფად მოვხვდი შინ.

- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფინალი სწორედ 31 დეკემბერს გაიმართა. როგორ შეაფასებდი ამ პროექტს მთლიანობაში?

- ძალიან ბევრი მონაწილე პროფესიონალ მოცეკვავეებს არ ჩამოუვარდებოდა. გოგონები შესანიშნავად ცეკვავდნენ, ბიჭებიც ძალიან მომწონდა. ყველა თავის საქმეში ვარსკვლავია. მარტო მსახიობი ან მომღერალი ხომ არ შეიძლება იყოს ვარსკვლავი? ასეთია გუგა კუზანოვი თავის საქმეში და სხვა დანარჩენები თავიანთ სფეროებში. ჩვენი მინუსია, თუ ამ ხალხს აქამდე არ ვიცნობდით.

- 31 დეკემბერს მუშაობა რამდენად მისაღებია შენთვის? ვგულისხმობ საახალწლო კონცერტების წაყვანას.

- წელს რამდენიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, უნდა წამეყვანა რამდენიმე საღამო, მაგრამ ახალი წელი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაულია. ძალიან მიყვარს, ამიტომაც უნდა მიღირდეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ, რომ მეგობრებთან გართობასა და დღესასწაულის აღნიშვნაზე უარი ვთქვა და საღამო წავიყვანო (იღიმის). არ დავთანხმდი არც ერთ შეთავაზებას, რადგან არ მომეწონა. არის ხოლმე კლუბებში, რესტორნებში, სასტუმროებში ღონისძიებები და იქ მიწვევენ, როგორც წამყვანს. არ იციან, რა უნდა შემომთავაზონ, რომ დავთანხმდე. ახალი წლის ''გამაზვა'' საშინელებაა, მირჩევნია, მაგრად გავერთო. ძალიან ბევრჯერ მაქვს უარი ნათქვამი. ერთადერთხელ დავთანხმდი, როცა დათო დოიაშვილი, დოი აკეთებდა საახალწლო კონცერტს რუსთაველზე, სადაც მხოლოდ 20 წუთით უნდა მივსულიყავი. სხვადასხვა წყვილს მიჰყავდა კონცერტის ესა თუ ის ნაწილი. ამაზე დავთანხმდი, თუმცა დოის ხათრით ყველაფერს დავთანხმდებოდი. მას არასდროს არ ვეუბნები უარს, რადგან ვიცი, რომ კარგს გააკეთებს.

- 2014 წლის დადგომაც კარგი გართობით აღნიშნე?

- სახლში შემოვასწარი, შემდეგ კედოს (ირაკლი კეიდია - ავტ.) დედასთან წავედით მისალოცად, რა თქმა უნდა. შემდეგ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილეები იყვნენ ერთ-ერთ კლუბში და იქაც მივედით ცოტა ხნით. რიყის კონცერტზე უნდა მივსულიყავით, მაგრამ დამირეკეს, ძალიან ცივაო და სიცივეში დგომა არ შემეძლო. მერე წავედით კიდევ ერთ კლუბში, სადაც ჩვენი მეგობრები იყვნენ, იქ კარგი მუსიკაა, სულ ნაცნობები იკრიბებიან. დილისკენ მოვიდა კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, ალბათ, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო დიჯეი ბაჩო ჩალაძე, მან დაუკრა და კლუბიდან შუადღის 4 საათზე გამოვედით. დედაჩემმა მითხრა, როგორც გინდა, ისე გაერთე, არ ინერვიულოო. ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დედასთან დავტოვე. მართალია, დილიდან ვრეკავდი პერმანენტულად, მაინტერესებდა, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! როგორ იყო და რას აკეთებდა. ალკოჰოლი რომ არის ორგანიზმში, ამის მიუხედავად, ტვინი სულ ჩართული მაქვს. ბოლოს დედაჩემმა მითხრა, თავი დამანებე, ნუღარ რეკავო (იღიმის).

- დანიც შეხვდა ახალ წელს თუ ეძინა?

- ეძინა, მაგრამ ფეიერვერკებზე გამოეღვიძა, ცოტა შეეშინდა, შემდეგ ძილი შევუბრუნეთ. ძალიან ვნერვიულობდი ამ თემაზე, ამიტომაც მინდოდა, რომ თორმეტისთვის სახლში ვყოფილიყავი. დანი ახლა შვიდი თვისაა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება