ბრიტანელი დეპუტატები პარლამენტის რესტორანში მარტინის არარსებობას უჩივიან

ბრიტანელი დეპუტატები პარლამენტის რესტორანში მარტინის არარსებობას უჩივიან

ბრიტანელი დეპუტატები პარლამენტის რესტორანში მარტინისა და სხვა აპერიტივების დეფიციტზე საუბრობენ. ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები მეტყველებს, რომელიც მედიას ჩაუვარდა ხელში.

დეპუტატები პარლამენტის სასადილოს ინფრასტრუქტურით უკმაყოფილონი არიან, მიუხედავად იმისა, რომ სასადილოში საკვებისა და სასმელების დაბალი ღირებულების სუბსიდირება ბრიტანელ გადასახადების გადამხდელს წელიწადში 5 მლნ-ზე მეტი ფუნტი სტერლინგი უჯდება, ირწმუნება ლონდონის პრესა.

ანონიმური საჩივრები, რომლის შინაარსი მედიისთვის ცნობილი გახდა, პარლამენტარებმა იმის გამო დაწერეს, რომ თემთა პალატის რესტორანში ყოფნისას მარტინი და ჯინი ტონიკით არ აღმოჩნდა და მხოლოდ ღვინო ჰქონდათ. ასევე პარლამენტარებმა პრეტენზიები გამოთქვეს ტაფამწვარში კვერცხის ზომის თაობაზე.

გარდა ამისა, პრეტენზიის ერთ-ერთმა ავტორმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში ნამდვილმა ჯაზ-ჯგუფმა უნდა იმღეროს.

პარლამენტში აღიარეს, რომ დეპუტატების მოთხოვნას იკვლევენ, მაგრამ საერთო ჯამში "საჩივრები ცოტაა". მიუხედავად ამისა, ბრიტანული მედია პარლამენტარების "უსასრულო ექსტრავაგანტულმა მოთხოვნებმა" საგონებელში ჩააგდო. ამასთან, ჟურნალისტების თქმით, პარლამენტის ბარში  ფასები ორჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საშუალოდ ლონდონში.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა