"ველოდები როდის დასცინებენ მაცხოვარს" - შალვა რამიშვილი 100 000 მოწამის მითის სკეპტიკოსებს აკრიტიკებს

"ველოდები როდის დასცინებენ მაცხოვარს" - შალვა რამიშვილი 100 000 მოწამის მითის სკეპტიკოსებს აკრიტიკებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტი სტატეგიული კომუნიკაციისა და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში, შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მეტეხის ხიდისთვის სახელის გადარქმევის ფაქტს ეხმაურება.

"სრულიად გაუგონარია როდესაც ე.წ. "პრადვინუტები" დასცინიან რელიგიურ მითს 100 000 მოწამის შესახებ. მოჰყავთ რაციონალური "არგუმენტები" იმის თაობაზედ, რომ ამდენ ადამიანს ვერ მოაჭრიდნენ თავს დროის მცირე მონაკვეთში, იშველიებენ სტატისტიკას რომ თბილისსა და მის შემოგარენში ესოდენ ბევრი მოსახლე იმ დროს ვერ იცხოვრებდა. ერთი სიტყვით იქცევიან "Союз воинствующих безбожников "ის წევრების მსგავსად (იყო ასეთი ორგანიზაცია 1920 იანი წლების სსრკ ში).

ასეთი სიბეცე და ამპარტავნობა სწორედ მათ შეზღუდულობაზე მეტყველებს. სხვა საქმეა დღევანდელი საკრებულოს მოტივაცია იმისა, რომ ხიდს 100 000 მოწამის სახელი დაერქვა. ამაში შეიძლება მავანმა ფარისევლობაც დაინახოს. მაგრამ დასცინო რელიგიურ მითს და იმ ხალხს, რომელსაც ამ მითის სწამს - არის მაგარი ქაჯობა.

ველოდები როდის დასცინებენ მაცხოვარს რომელმაც ფრიად შეზღუდული რესურსით უამრავი მოქალაქე დააპურა", - წერს რამიშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას ინიციატივით, საკრებულომ მეტეხის ხიდს "წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი" უწოდა. ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს მისი ინიციატივის გაზიარებისთვის.

"მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ თბილისში საუკუნეების წინ მომხდარი დიდი ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, მეტეხის ხიდს "წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი" ეწოდა. ეს გახლავთ ჩვენი ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი ფურცლის და უპრეცედენტო მოვლენის უკვდავსაყოფად გადადგმული სწორი და ღირსეული ნაბიჯი", - აღნიშნა გაბუნიამ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს