თამარ ჩერგოლეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ჭკუას ასწავლის

თამარ ჩერგოლეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ჭკუას ასწავლის

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე რჩევას აძლევს.

"კიდევ ერთი რჩევა ირაკლი ღარიბაშვილს:

ბ-ნო ირაკლი, თუ გსურთ სერიოზულად გამოიყურებოდეთ, დაანებეთ თავი ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე დაბრალებას.

წელიწადნახევარია უკვე თქვენი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაშია.

ისაუბრეთ პროგრესზე, რომელსაც თქვენი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ - თქვენი აზრით, მაგრამ მოუკელით, თანაც მკვეთრად, წინა ხელისუფლებაზე საუბარს.

გისმენთ და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსებს მიკითხავენ:

"ლალი, ლალი ჩემო ლალი, რაო ჩემო მანანა, ეს თოჯინა დედაშენმა, ჩემთან გამოგატანა? რასა ბრძანებ ქალბატონო, არ გათხოვებ არასდროს, გინდა ისევ გამიციო, ისევ სურდო დამართო..." (მეტი აღარ მახსოვს)", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თამარ ჩერგოლეიშვილი პემიერ-მინისტრს რჩევებს აძლევს.

იხილეთ ასევე: თამარ ჩერგოლეიშვილი პრემიერს - "დაუხშეთ სალაპარაკო ღრუ სიმამრს"

თამარ ჩერგოლეიშვილი - "ხალხო, დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობა ხართ. იქონიეთ თავმოყვარეობა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს