ჩინეთში ტურისტებს "ტიტანიკის" ასლით "ჩაძირავენ"

ჩინეთში ტურისტებს "ტიტანიკის" ასლით "ჩაძირავენ"

ჩინეთის პროვინცია სიჩუანის ატრაქციონების პარკში მძაფრი შეგრძნებების მოყვარულები "ტიტანიკით" "იმგზავრებენ", აისბერგის დარტყმას იგრძნობენ და წყალში ჩაიძირებიან.

ჩინეთში "ტიტანიკის" ზუსტ ასლს აშენებენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ხომალდის ბილეთების გაყიდვას აპირებენ, შემდეგ კი მას მგზავრებთან ერთად ჩაძირავენ. ყველაფერს ისე მოხდება, როგორც 1912 წლის ტრაგედიისას.

მაგრამ ამჯერად ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდება. "ტიტანიკს" ოკეანეშიც კი არ გაუშვებენ: მას სიჩუანის ატრაქციონების ახალ პარკში დადგამენ.

ატრაქციონი "ტიტანიკი" ლეგენდარული საკრუიზო ლაინერის ზუსტი ასლი იქნება და მას მდინარის ნავმისადგომთან განათავსებენ. მის აგებას მილიარდი იუანი მოხმარდება.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს