ცოლი მუჰამედ ალის შვილთან ურთიერთობას უკრძალავს

ცოლი მუჰამედ ალის შვილთან ურთიერთობას უკრძალავს

ლეგენდალური ამერიკელი მოკრივის, მუჰამედ ალის ვაჟი, მუჰამედ ალი უმცროსი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობას მისი ცოლი, ლონი უკრძალავს და იმის უფლებასაც კი არ აძლევს, რომ მშობელს მობილურით ესაუბროს. 41 წლის მუჰამედ ალი უმცროსი აცხადებს, რომ ბოლოს მამამისი შარშან ნახა.

"იმის საშუალებაც კი არ მომცა, რომ მამაჩემისთვის დაბადების დღე მიმელოცა", - ამბობს ის.

მისი თქმით, მამა-შვილის ურთიერთობაში გაჩენილი ბზარი მოკრივის რიგით მეოთხე ცოლის, ლონის დამსახურებაა, რომელთანაც მამამისი 27 წელია დაქორწინებულია. მოკრივის ვაჟი პატარა, 2 საძინებლიან ბინაში მეუღლესთან, შაკირასთან და ქალიშვილებთან, ამეერთან და შაკერასთან ერთად ცხოვრობს. ის მეზობლების სახლების წინ მისასვლელ გზას თოვლისგან წმენდს და ოჯახისთვის ფულს ამ გზით აგროვებს.

"მამაჩემის ფული არ მჭირდება, მე მხოლოდ მასთან ურთიერთობის განახლება მსურს. მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტები, მაგრამ მასთან საუბრის უფლებას არ მაძლევენ. სახლში რომ ვესტუმრო, გზის ფული არ მაქვს", - ამბობს მუჰამედ ალის ვაჟი.

შეგახსენებთ, მოკრივე 4-ჯერ იყო დაქორწინებული და საერთო ჯამში 9 შვილი, 7 გოგონა და 2 ვაჟი ჰყავს. მუჰამედ ალი უმცროსი მოკრივეს მეორე ქორწინებიდან შეეძინა.

მომზადებულია  The Sun On Sunday-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება