ანი ქორქია: "ძა­ლი­ან რთუ­ლი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და"

ანი ქორქია: "ძა­ლი­ან რთუ­ლი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მო­დე­ლი ანუ­კი ქორ­ქია დე­და გახ­და, მას და კა­ხა ჩი­ქო­ვანს ვა­ჟი შე­ე­ძი­ნათ. პა­ტა­რა ჯერ ერ­თი თვი­საც არ არის, მაგ­რამ ანუ­კიმ უკ­ვე და­იწყო მუ­შა­ო­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ცდი­ლობს ბავშვს ყუ­რადღ­ე­ბა არ მო­აკ­ლოს.

- ანუ­კი, გი­ლო­ცავ ვაჟის შეძენას, რა დაარქვით?

- დი­დი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის. პა­ტა­რას გი­ორ­გი და­ვარ­ქვით, ჩემს მა­მამ­თილს ჰქვია გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ისე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მა­მის­გან ვერ ვა­სხვა­ვებ. თა­ვი­დან­ვე მინ­დო­და ბავ­შვის­თვის მი­სი სა­ხე­ლი და­მერ­ქმი­ა. ჩე­მი და მე­უღ­ლის სურ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა და პა­ტა­რას ეს სა­ხე­ლი შე­ვურ­ჩი­ეთ. Aამას­თა­ნა­ვე გი­ორ­გი ხომ დი­დი წმინ­და­ნის სა­ხე­ლია.

- რო­მელ კლი­ნი­კა­ში გაჩ­ნდა და თუ გგავს პატარა?

- ბავ­შვი "ჯან­მრთე­ლო­ბის სახ­ლში" და­ი­ბა­და, სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ვა­ჩი­ნე. ჯერ­ჯე­რო­ბით ძნე­ლია იმის გან­საზღ­ვრა, ვის ჰგავს ახალ­შო­ბი­ლი, რად­გან ძა­ლი­ან პა­ტა­რაა და ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა. დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა ყო­ფი­ლა დე­დო­ბა, სა­ოც­რად ძლი­ე­რი და დი­დი სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი გრძნო­ბა­ა, რო­მე­ლიც თუ არ გა­ნი­ცა­დე, ვერ მიხ­ვდე­ბი, რას ნიშ­ნავს. მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, შვი­ლის ფონ­ზე ყვე­ლა­ფე­რი ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უფე­რუ­ლი­ა. მთელ დღეს და ღა­მეს ბავ­შვთან ვა­ტა­რებ. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ არა­ფე­რი მო­აკ­ლდეს. კა­ხაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­მა აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლ თვე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ჭირ­ვე­უ­ლო­ბენ პა­ტა­რე­ბი, დი­დი ყუ­რადღ­ე­ბა სჭირ­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყო, მაგ­რამ სა­კუ­თარ შვილ­ზე ზრუნ­ვა დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა.

- ვინ გეხ­მა­რე­ბათ ბავ­შვის აღ­ზრდა­ში?

- მთე­ლი ოჯა­ხი მეხ­მა­რე­ბა მის აღ­ზრდა­ში, ვით­ვა­ლის­წი­ნებ დე­დის, ბე­ბი­ი­სა და დე­დამ­თი­ლის რჩე­ვებს. პე­რი­ო­დუ­ლად რჩე­ბი­ან ჩემ­თან და მეხ­მა­რე­ბი­ან. ჩე­მი და - ლი­კა ქორ­ქია უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია პა­ტა­რა­ზე, ცდი­ლობს, სულ ჩვენ­თან იყოს. თუ მოს­ვლას ვერ ახერ­ხებს, მთე­ლი დღე ახალ სუ­რა­თებს მაგ­ზავ­ნი­ნებს და ბავშვს შო­რი­დან ეფე­რე­ბა. ბავ­შვმა ჩე­მი და კა­ხას ურ­თი­ერ­თო­ბაც შეც­ვა­ლა, ის კი­დევ უფ­რო მტკი­ცე და ძლი­ე­რი გა­ხა­და. ვგრძნობთ, რომ რა­ღაც ახა­ლი და კარ­გი ხდე­ბა ჩვენს თავს. იმა­ზე კარ­გი დე­და აღ­მოვ­ჩნდი, ვიდ­რე ეს წარ­მო­ედ­გი­ნათ, არც მე­უღ­ლეს ვაკ­ლებ ყუ­რადღ­ე­ბას და სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა­საც ვა­ხერ­ხებ.

- ფორ­მა­ში უკ­ვე ჩა­დე­ქით?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, ტოქ­სი­კო­ზის გა­მო 6 თვე ვე­რა­ფერს ვჭამ­დი, მუ­ცე­ლიც კი არ მეტყ­ო­ბო­და. ბო­ლო სამ თვე­ში მო­ვი­მა­ტე წო­ნა­ში. ჯერ ვერ მო­ვა­ხერ­ხე ძვე­ლი წო­ნის დაბ­რუ­ნე­ბა, რად­გან სა­კეი­ს­რო კვე­თის შემ­დეგ არც ვარ­ჯი­ში შე­იძ­ლე­ბა, არც მა­სა­ჟი და არც დი­ე­ტა. თან ბავ­შვი ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავს.

- რო­დის და­უბ­რუნ­დე­ბით სამ­სა­ხურს?

- სამ­სა­ხურს ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან ორ კვი­რა­ში და­ვუბ­რუნ­დი. აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ და ვფიქ­რობ, ეს კარ­გი სტი­მუ­ლია ფორ­მის და­საბ­რუ­ნებ­ლად. რო­გორც კი ერ­თი თვის გახ­დე­ბა, ბავ­შვი უნ­და მოვ­ნათ­ლოთ, ნათ­ლი­ე­ბი ჩვე­ნი მეჯ­ვა­რე­ე­ბი და ახ­ლო მე­გობ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან. სა­ნამ ბავ­შვი პა­ტა­რა­ა, მინ­და ძი­რი­თა­დი დრო მას და­ვუთ­მო და მე­რე ვი­ფიქ­რებ კა­რი­ე­რა­ში რა­ღაც ახა­ლი გა­ვა­კე­თო, ახ­ლა ბევრ რა­მე­ზე უარს ვამ­ბობ, მაგ­რამ ჩე­მი პა­ტა­რა ბედ­ნი­ე­რე­ბა ამად ნამ­დვი­ლად ღირს.

ესაუბრა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება