ქურდმა მოპარულ ჩანთაში 2 კვირის ჩვილი იპოვა

ქურდმა მოპარულ ჩანთაში 2 კვირის ჩვილი იპოვა

ინდოეთში, მუმბაიში მცხოვრებმა 20 წლის კიშორ კეილიმ, რომელიც მატარებელში ფრჩხილის ლაქს ყიდდა, ვაგონში მიტოვებული ჩანთა შენიშნა.

იმ იმედით, რომ ჩანთაში ფული იქნებოდა, ჩანთა აიღო და მატარებლიდან გამოვიდა. როდესაც მოგვიანებით სადგურის ბაქანზე მწვანე ჩანთა გახსნა, პატარა ჩვილი დაინახა. კიშორმა გაქცევა და ბავშვის მიტოვება გადაწყვიტა, მაგრამ ბილეთების კონტროლიორმა დაიჭირა.

ძალიან მალე ტერიტორიაზე ხალხი შეიკრიბა, ჩანთაში დაახლოებით 15 დღის ჩვილს მშვიდად ეძინა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა. სამართალდამცავები ინციდენტს იძიებენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს