კულტურის სამინისტროში ოდიშარიას გადადგომას უარყოფენ

 კულტურის სამინისტროში ოდიშარიას გადადგომას უარყოფენ

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრ გურამ ოდიშარიას გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.

როგორც ამბები.გეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა განუცხადა, ოდიშარიას გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, მინისტრი ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში სამუშაო შეხვედრებს მართავს და მუშაობას ხვალაც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

გურამ ოდიშარიას შესაძლო გადადგომის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი. როგორც მიზანდარმა ამბები.გეს განუცხადა, მინისტრს დილით ესაუბრა და  მას გადადგომის თაობაზე არაფერი უთქვამს.

კულტურის მინისტრის თანამდებობიდან  გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს  ელექტრონული მედიით გავრცელდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა