ვინ გადაიღო ქართველი ვარსკვლავების შვილების პირველი ახალი წელი

ვინ გადაიღო ქართველი ვარსკვლავების შვილების პირველი ახალი წელი

ხატმწერია, თუმცა საზოგადოება როგორც ფოტოხელოვანს, ისე იცნობს. ''რეიტინგში'' ხშირად დაგვიბეჭდავს პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილეების ძალიან ლამაზი ფოტოები, რომელთა ავტორიც გიორგია. ამჯერად მას საყვარელ საქმეზე ვესაუბრეთ. მისი ფოტოარქივი იმდენად მრავალფეროვანია, რომ სურათების არჩევა გაგვიჭირდა, თუმცა რამდენიმე ლამაზი კადრი მაინც მოხვდა ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე...

- თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი დავამთავრე ხატწერა-რესტავრაციის განხრით, თუმცა დიპლომი ხატწერაზე ჩავაბარე. ხატის დაწერას თავისი კანონიკა აქვს, სჭირდება სპეციალური დაფა, რომელიც იგრუნტება. აუცილებლად გჭირდება კურთხევა, თუმცა როცა ამ ინსტიტუტის კურსდამთავრებული ხარ, ის ავტომატურად გეძლევა.

16 წლის გახლდით, მშრალ ხიდზე ''ზენიტის'' ფირმის აპარატი რომ ვიყიდე. ფირები შევიძინე და იმ ზაფხულს სოფელში შაშვის ბუდე გადავიღე. შემდეგ ვუღებდი მცენარეებს, ცხოველებს, მწერებს. შემდეგ პეიზაჟებსა და პანორამებზე გადავედი.

- ბუნებიდან ქართულ ბომონდში როგორ აღმოჩნდი?

- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პირველ სეზონზე ფოტოგრაფის კასტინგი გამოცხადდა. ერთ-ერთი პროდიუსერი ბექა ცინცაძე გახლდათ და მან გამიწია რეკომენდაცია, ბექას და ჩემი ბანაკის მეგობარი იყო და იცოდა ჩემი შესაძლებლობები. ალბათ, მოეწონათ ჩემი მუშაობა, რადგან ამის შემდეგ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ყველა პროექტს მე ვიღებ. ამისთვის ნოე სულაბერიძის მადლიერი ვარ.

- ცნობილ ხალხთან მუშაობა თავიდან არ გაგიჭირდა?

- კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ''სტარობა'' არ მზღუდავს. მე მგონი, ვარსკვლავი თავად უფრო უნდა იყოს მომზადებული, რომ კარგად გამოჩნდეს. პირველი შოუდან განსაკუთრებულად კრისტი ყიფშიძეს დავუმეგობრდი. ძალიან ბევრ ფოტოს ვუღებდი. ეთერამდე ყოველთვის გამონახავდა დროს, რამდენიმე წუთს მაინც, რომ სურათი გადაგვეღო. სხვები ნაკლებად, რადგან ძალიან ნერვიულობდნენ. მესამე სეზონზე ყველა მონაწილე აქტიურობდა. ბიჭებიდან განსაკუთრებულად - გიორგი ბარბაქაძე, უყვარს სურათების გადაღება. გარდა პროექტებისა, ვიმუშავე ფილმზე ''ცელქი ბავშვები''.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება