''ნანუკა ჟორჟოლიანს ''ერთი ერთში არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა

''ნანუკა ჟორჟოლიანს ''ერთი ერთში არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა

''პროფილის პროდიუსერი იყო. სექტემბრიდან კი ''ჯიდიესში დაიწყო მუშაობა. გვანცა არხის მთავარი მუსიკალური პროდიუსერია. ბერა ივანიშვილის არხზე მაშინ მივიდა, როცა უნდა გაკეთებულიყო პროექტი ''ერთი ერთში. შოუ ისეთი რეიტინგული გახდა, როგორსაც არ ელოდნენ. ჩვენს რესპონდენტს ზოგადად არხის შესახებ და ამ პროექტზეც ვესაუბრეთ.

- გვანცა, ''რუსთავი 2-დან მეუღლესთან, რეჟისორ თემურ გოგოლაძესთან, ანუ ობობასთან ერთად გადმოხვედი. ძველი სამსახურის დატოვებას ხომ არ ნანობ?

- გასული წლის სექტემბრიდან ''ჯიდიესში ვმუშაობ. ჯერ ობობა გადმოვიდა და მერე მთხოვა, მეც წამოვსულიყავი, იწყებოდა გრანდიოზული გარდასახვითი მუსიკალური პროექტი ''ერთი ერთში. ობობამ იცის ჩემი სიყვარულის შესახებ მეგაპროექტებისადმი. არ უნდოდა ამ პროექტის ჩემ გარეშე გაკეთება. შეიძლება ითქვას, ამ შოუთი ''დამკერა, რომ ძველი სამსახური მიმეტოვებინა. არ ვნანობ, რომ წამოვედი. ეს ის პროექტია, რომლისთვისაც მიღირდა ''რუსთავი 2-დან წამოსვლა.

- დარჩი ''პროფილის მაყურებლად?

- რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს უკვე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, სხვადასხვა გადაცემისა და შოუების სანახავად დრო არ გვრჩებაო. მათ რიცხვს ვეკუთვნი, ვინც ვერ ასწრებს ტელევიზორის ყურებას. ინტერნეტის საშუალებით ვუყურებ იმ გადაცემებს, რომლებიც ძალიან რეზონანსული იყო ან რომელთა ანონსიც მომეწონება. ძალიან ვგულშემატკივრობ ამ გადაცემას და შეიძლება ითქვას, ჩემი გულის ნაწილი ''პროფილშიადარჩენილი. მიყვარს ეს გადაცემა და ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა იქ მუშაობს.

- სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა ნანუკა ჟორჟოლიანის საახალწლო გადაცემა, საიდანაც რამდენიმე ნომერი მაყურებელმა ''ერთი ერთშის ნომრების იდენტურად აღიქვა. როგორია შენი აზრი ამასთან დაკავშირებით?

- შეკითხვაში ერთ შესწორებას შევიტან, ნანუკამ გააკეთა არა ჩვენი შოუს ნომრები, არამედ რამდენიმე მომღერალმა შეასრულა უცხოელი მომღერლის სიმღერა. ბევრი მეგობარი მწერდა, ინბოქსში მიგდებდნენ ნომრებს და მეუბნებოდნენ, ნახე, ნანუკამ ''ერთი ერთში გააკეთაო. რასაკვირველია, დავინტერესდი, რა მოხდა, რადგან ამ პროექტის გაკეთება შეუძლებელია, თუ ეს არ არის ერთი მთლიანი პროექტი. ''ერთი ერთშისგაკეთებას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება და წარმოუდგენელია, ერთმა დამოუკიდებელმა, სხვა სახის გადაცემამ ან თოქშოუმ შეძლოს იგივე. თბილისში არ არსებობს ტექნოლოგიები, რომლითაც შეიძლება გრიმის ჩამოსხმა. არ არსებობენ გრიმიორები, რომლებიც სწორედ ამ ყველაფერზე იმუშავებენ. როცა მითხრეს, რომ ნანუკამ ''ერთი ერთში გააკეთა, ცოტა გამეცინა კიდეც. ის, რომ ქართველმა მომღერლებმა უცხოელების სიმღერები შეასრულეს, ასეთი რამ ნანუკას პირველად არ გაუკეთებია და მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ ''პროფილში, უცხოური სიმღერები ვამღერეთ ქართველ შემსრულებლებს. მიხარია, რომ როდესაც სხვა შოუში ვიღაც სტივ უანდერს ასრულებს, ყველას უჩნდება ასოციაცია, რომ ნომერი ''ერთი ერთშიდან გაიმეორეს. ასე რომ, ნაწყენიც არ ვარ. ნანუკა აკეთებს თავის გადაცემას და უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც მას რეიტინგს დაუწერს და რაც მას სიამოვნებს. ასე რომ, ამ შემთხვევაში არაფერი კრიმინალური არ მომხდარა და თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ მან ''ერთი ერთში გააკეთა, მე, როგორც მუსიკალური პროდიუსერი ვეუბნები, რომ მას ეს არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა ზემოთ ნათქვამი მიზეზების გამო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება