AUTO BILD-მა წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა

AUTO BILD-მა წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა

რენჯ როვერი, მერსედესი, ბეემვე, ტოიოტა, აუდი, მაზდა, - საავტომობილო კონკურსის, "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. გამარჯვებული ავტომობილები ექვს კლასში გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო ავტომობილები რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაასახელეს. გალა-დაჯილდოების ცერემონიალი "აუტო ბილდ საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პრესტიჟული საავტომობილო კონკურსი "ოქროს საჭე 2013" საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოვიდა.

მათი ინფორმაციით, კონკურსში 25 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიის" რეიტინგული ვებ-გვერდების საშუალებით მიმდინარეობდა.

საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში სხვადასხვა საავტომობილო დილერები, ავტო ბრენდის ფან კლუბები და გულშემატკივრები იყვნენ ჩართულები. საზეიმო ღონისძიებაზე დილერ კომპანიებსა და პარტნიორებს სპეციალური პრიზებიც გადაეცათ.

"ჟურნალმა "აუტო ბილდმა" კომპანია "ვისოლთან" ერთად დღეს გააერთიანა მთელი საავტომობილო საქართველო და შედგა გალა-დაჯილდოება იმ ხანგრძლივი აქციისა, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვგულისხმობ "ოქროს საჭის" გამოკითხვას, რომელიც საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას გულისხმობდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ჩვენ დავაჯილდოვეთ ყველა კლასის გამარჯვებულის წარმომადგენლობას საქართველოში. ვფიქრობ, ღონისძიებით ყველა კმაყოფილია", - განაცხადა ჟურნალ "აუტო ბილდის" მთავარმა რედაქტორმა შალვა ბუაჩიძემ.

საზეიმო ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო ავტოსპორტსმენებიც გამოვლინდნენ. ავტომრბოლელები მთელი სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების კულმინაცია კი წლის ავტოსპორტსმენის გამოვლენა იყო. წლის ავტოსპორტსმენი მრბოლელი დათა ქაჯაია გახდა. პროექტის პარტნიორი იყო კომპანია "ვისოლი".

"კომპანია "ვისოლი" მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარი ედგა ამ ღონისძიებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს საუკეთესო მოდელის შერჩევა, რადგან დღევანდელი ავტოინდუსტრია აწარმოებს უამრავი მაღალი კლასის მქონე ავტომობილებს და თავისთავად მაღალი კლასის ავტომობილი მოითხოვს მაღალი კლასის საწვავს", - განაცხადა ღონისძიებაზე "ვისოლის" გენერალურმას დირექტორმა ვასილ ხორავამ.

ღონისძიებას ორგანიზატორობა "AUTO BILD საქართველოსთან" ერთად, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციამ გაუწია. მხარდამჭერი "ივენთ კომპანია დელიკატო" იყო. აუტო ბილდის ორგანიზებით გამართული "ოქროს საჭე 2013" ფოიერვერკებით დასრულდა.

მინდია აფციაური

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია