ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა ჩა­შა­ლა

 ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა ჩა­შა­ლა

ნა­თია ინა­ურს კო­ლე­გე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკ­ვე წლე­ბია იც­ნო­ბენ, რად­გა­ნაც დი­დი ხა­ნია, პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე მუ­შა­ობს... ამ­ჟა­მად "ინ­ტერ­პ­რე­სნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტი გახ­ლავთ და პა­რა­ლე­ლუ­რად, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" სხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რებ­საც აწ­ვ­დის ექ­ს­კ­ლუ­ზი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, მათ შო­რის - რა­დიო "პა­ლიტ­რა­სა" და "პა­ლიტ­რატვ"-ს... ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მის­თ­ვის ის საქ­მი­ა­ნო­ბაა, რომ­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია.

- დე­დას უნ­დო­და, მის სპე­ცი­ა­ლო­ბას გავ­ყო­ლო­დი (მუ­სი­კის პე­და­გო­გი­ა) და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. კარ­გად ვუკ­რავ­დი და ნი­ჭიც მქო­ნ­და, მაგ­რამ მუ­სი­კა­ლუ­რი კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მშობ­ლებს გა­მო­ვუცხა­დე, რომ პი­ა­ნის­ტო­ბა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვ­რა ჩე­მი საქ­მე არ იყო და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე უნ­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა...

აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში პირ­ვე­ლი კურ­სი­დან ჩა­ვე­ბი. ჩე­მი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­ზე­თი "ა­ხა­ლი თა­ო­ბა" გახ­ლ­დათ.

- საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში და­საქ­მე­ბულ­ხარ...

- კი, პირ­ვე­ლი კურ­სი რომ და­ვას­რუ­ლე, მშობ­ლებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად და­სას­ვე­ნებ­ლად ზღვა­ზე გა­მიშ­ვეს. უნ­და გითხ­რათ, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით წა­ვე­დი. გა­ზეთ­ში შტატ­გა­რე­შე კო­რე­სპონ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი ჰო­ნო­რა­რი ავი­ღე, რომ მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა აღარ დამ­ჭირ­და... ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ვიც­ვა­ლე და 2012 წელს, 1-ლი ოქ­ტომ­ბ­რის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერ­თი კვი­რით ად­რე, "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უს­ში" ხელ­მე­ო­რედ დაბ­რუ­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

- მუ­შა­ო­ბი­სას რა არის შენ­თ­ვის მთა­ვა­რი?

- ჩე­მი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, გა­ვი­გო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვამ­ც­ნო, რის და­მალ­ვა­საც მათ­თ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ. რო­ცა ისი­ნი ამ­ბო­ბენ, - "ეს არ უნ­და გა­შუქ­დეს" ან "რაც ხდე­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტებს არ გე­ხე­ბათ და თქვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო არ არის", - ეს იმას ნიშ­ნავს, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვი­გო, რას მი­მა­ლა­ვენ და მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვიწყო. ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მას­წავ­ლა, რომ ბრი­ფინ­გებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ ასა­ხავს იმას, რაც რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­მარ­თ­ლე უნ­და გა­ა­გე­ბი­ნოს და მეც ყო­ველ­თ­ვის ამას ვცდი­ლობ...

- ესე იგი, მუ­შა­ობ პრინ­ცი­პით, - კარს რომ და­გი­ხუ­რა­ვენ, ფან­ჯ­რი­დან გა­დახ­ვი­დე, არა?

- კი (ი­ღი­მის), ვცდი­ლობ, ფან­ჯ­რი­დან გა­და­ვი­დე... ერ­თხელ პავ­ლე კუბ­ლაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტის მი­სა­ღე­ბი­დან გა­მო­მაგ­დო, - აქ აღარ და­გი­ნა­ხოო. ეტყო­ბა, კითხ­ვე­ბით ძა­ლი­ან შე­ვა­წუ­ხე... არა­და, პარ­ლა­მენ­ტ­ში იმის­თ­ვის არ დავ­დი­ვარ, რომ დე­პუ­ტა­ტებს კბი­ლე­ბი "და­ვუპ­ლომ­ბო". მივ­დი­ვარ მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გა­სა­შუ­ქებ­ლად, შე­კითხ­ვე­ბის და­სას­მე­ლად. სა­ერ­თოდ, მთა­ვა­რი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა იქ, სა­დაც კა­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თ­ვის და­ხუ­რუ­ლია.

- და სულ "ჭუჭ­რუ­ტა­ნას­თან" დგა­ხარ?

- კი, პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით ასეა... ერ­თხელ, შემ­თხ­ვე­ვით ერთ-ერ­თი დე­პუ­ტა­ტის­გან გა­ვი­გე (მა­შინ პარ­ლა­მენ­ტი თბი­ლის­ში იყო და უმ­რავ­ლე­სო­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" წარ­მო­ად­გენ­და), რომ პარ­ლა­მენ­ტ­ში, ღა­მის 10 სა­ათ­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რებს შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ და­ნიშ­ნუ­ლი. რო­ცა სხდო­მა ასეთ დროს ინიშ­ნე­ბა და მის შე­სა­ხებ მე­დი­ას არ აგე­ბი­ნე­ბენ, ნათელია, რომ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა. მივ­ხ­ვ­დი, პარ­ლა­მენ­ტ­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და მივ­სუ­ლი­ყა­ვი. გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ორ ჩემს მე­გო­ბარ ჟურ­ნა­ლის­ტ­საც გა­ვა­გე­ბი­ნე და პარ­ლა­მენ­ტ­ში მი­ვე­დით. უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რებს შეხ­ვედ­რა პარ­ლა­მენ­ტის საპ­რეს­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში ჰქო­ნდათ და­ნიშ­ნუ­ლი. დარ­ბა­ზის გას­წ­ვ­რივ, პარ­ლა­მენ­ტის დაც­ვის ჯი­ხუ­რი იდ­გა, მაგ­რამ ღა­მის სა­ა­თებ­ში იქ დაც­ვა სა­ჭი­რო არ იყო და ამი­ტომ ჯი­ხურ­შიც არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და. დაც­ვის ჯი­ხურ­ში ჩა­ვი­მა­ლეთ, ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­მოვ­რ­თეთ და გა­ვი­რინ­დეთ. დროდადრო ჯი­ხუ­რის ფან­ჯ­რი­დან ვიჭ­ყი­ტე­ბო­დით. მო­ვიდ­ნენ უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რე­ბი: გო­კა გა­ბაშ­ვი­ლი, პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლი, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, ზუ­რაბ მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი და მობ­რ­ძან­და სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტ­რი - ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეც. იმ პე­რი­ოდ­ში ახა­ლი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ან­გა­რი­ში, სა­დაც პა­ტიმ­რებ­თან და სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საკ­მა­ოდ მძი­მე ფაქ­ტე­ბი იყო ასა­ხუ­ლი. ოპო­ზი­ცი­ამ პარ­ლა­მენ­ტ­ში მი­ნის­ტ­რი და­ი­ბა­რა. კა­ლმა­ხე­ლი­ძეს სე­სი­ა­ზე მათ კითხ­ვებ­ზე უნ­და გა­ე­ცა პა­სუ­ხი. მა­შინ­დე­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, დღის წეს­რიგ­ში მი­ნის­ტ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კითხიც იდ­გა... საპ­რეს­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზის ფან­ჯ­რე­ბი ღია იყო და უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რე­ბის ხმა­მა­ღა­ლი ლა­პა­რა­კი დე­რე­ფან­ში ის­მო­და... მარ­თა­ლია, ყვე­ლა­ფერს სიტყ­ვასიტყ­ვით ვერ ვი­გებ­დით, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი ფრა­ზე­ბით გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ მი­ნის­ტ­რი და მა­შინ­დე­ლი მმარ­თ­ვე­ლი გუნ­დის ლი­დე­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტ­ში და­ნიშ­ნუ­ლი სე­სი­ის­თ­ვის რე­პე­ტი­ცი­ას გა­დი­ოდ­ნენ - ერ­თ­გ­ვა­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სხდო­მა გა­მარ­თეს და ვარ­ჯი­შობ­დ­ნენ, რა კითხ­ვებ­ზე რო­გორ ეპა­სუ­ხათ, ვის რა უნ­და ეთ­ქ­ვა, მი­ნისტრს რა­ზე გა­ე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა ყუ­რადღე­ბა, ხო­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს რა სა­კითხებ­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ აქ­ცენ­ტი. ამ შეხ­ვედ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩვენს სა­იტ­ზე იდო...

- მათ თუ გა­ი­გეს შემ­დეგ თქვე­ნი ჩა­საფ­რე­ბის შე­სა­ხებ?

- კი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვუთხა­რით, რაც მოხ­და (ი­ღი­მე­ბა). უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მე­ბი პარ­ლა­მენ­ტის სა­სე­სიო დარ­ბაზ­ში ტარ­დე­ბო­და ხოლ­მე. პარ­ლა­მენ­ტის ძველ შე­ნო­ბა­ში იყო ად­გი­ლი, სა­დაც კარს ყურს თუ კარ­გად მი­ა­დებ­დი, სა­უ­ბარს მო­ის­მენ­დი. ასე ყუ­რის მი­დე­ბით გა­ვი­გე, რომ ერთ-ერთ მი­ნისტრს ძა­ლი­ან ცუ­დად ჰქონ­და საქ­მე და მი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კითხი მზად­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლაც ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რად მო­ვამ­ზა­დე... აქ­ვე იმა­საც ვიტყ­ვი, რომ არას­დ­როს მი­ვა­დებ ყურს და არას­დ­როს და­ვიწყებ თვალ­თ­ვალს სახ­ლის კარ­თან და ფან­ჯა­რას­თან. სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა მათ სახ­ლებ­სა და ოჯა­ხებ­ში, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა პარ­ლა­მენტს, იქ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­სა და მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, დი­ა­ხაც, იქ ვიქ­ნე­ბი მეც, იმის მი­უ­ხე­და­ვად, მი­მიწ­ვე­ვენ თუ არა...

- ახ­ლა პე­რი­ო­დუ­ლად ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტ­ში გი­წევს მუ­შა­ო­ბა... იქაც გაქვს სათ­ვალ­თვა­ლო "ჯი­ხუ­რე­ბი"?

- რო­ცა პარ­ლა­მენ­ტი თბი­ლის­ში იყო, შუა იან­ვარ­სა და აგ­ვის­ტოს ცხელ დღე­ებ­შიც იქ ყო­ველ­თ­ვის იყ­ვ­ნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი, რო­მ­ლებ­თა­ნაც ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვრცლად, შე­უზღუ­და­ვად შე­მეძ­ლო სა­უ­ბა­რი. დღეს ყვე­ლა­ნი ქუ­თა­ი­სი­დან გაქ­ცე­ვა­ზე არი­ან - სრულ­დე­ბა სხდო­მე­ბი და არათუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში, არა­მედ შუა სა­მუ­შაო კვი­რა­შიც კი, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში აპა­რა­ტის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის გარ­და, ვე­რა­ვის ნა­ხავთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი არა მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის, არა­მედ სა­პარ­ლა­მენ­ტო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხ­ზეც ცუ­დად აისა­ხე­ბა...

- ქუ­თა­ის­ში ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად გი­წევს ყოფ­ნა?

- ხან - რო­გორ, ხან - რო­გორ. "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უს­მა" ქუ­თა­ის­ში ბი­ნა იქი­რა­ვა და სა­ა­გენ­ტო ცდი­ლობს, რომ სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო დო­ნე­ზე ყვე­ლა სა­ჭი­რო კომ­ფორ­ტი შეგ­ვიქ­მ­ნას. თუმ­ცა, საერთოდ, ჩემ­თ­ვის რთუ­ლია იქ დი­დი ხნით, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან მოწყ­ვე­ტით ყოფ­ნა. ისე, ქუ­თა­ი­სი შე­მიყ­ვარ­და - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლა­ქია, სა­დაც ძა­ლი­ან თბი­ლი და ყუ­რადღე­ბი­ა­ნი ხალ­ხი ცხოვ­რობს...

- რა არ მოგ­წონს დე­პუ­ტა­ტე­ბის?

- ძა­ლი­ან ბევ­რი რამ... გან­სა­კუთ­რე­ბით ის, რო­დე­საც არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას ამ­ჟ­ღავ­ნე­ბენ და თან, ისეთ სა­კითხებ­ზე, რაც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და იცო­დეს. წი­ნა პარ­ლა­მენ­ტის დროს, ერთ-ერ­თი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დაწყე­ბი­სას, ტაბ­ლო­ზე და­ფიქ­სირ­და, რომ რე­გის­ტ­რა­ცია 76-ზე მეტ­მა დე­პუ­ტატ­მა გა­ი­ა­რა, რაც სხდო­მის გახ­ს­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­და, მაგ­რამ რო­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი­დან დარ­ბაზს გა­დავ­ხე­დე, თვა­ლის გა­დავ­ლე­ბით მივ­ხ­ვ­დი, რომ დარ­ბაზ­ში 76 დე­პუ­ტა­ტი არ იჯ­და და კვო­რუ­მი არ იყო. დე­პუ­ტა­ტე­ბი გა­დავ­თ­ვა­ლე და ჩე­მი ეჭ­ვი გა­მარ­თ­ლ­და. ე.ი. ერ­თ­მა­ნე­თის პულ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. ამის შემ­დეგ დარ­ბაზ­ში მყოფ ერთ-ერთ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს და­ვუ­რე­კე და ვუთხა­რი, რომ კვო­რუ­მი არ იყო, დარ­ბაზ­ში 76-ზე ნაკ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტა­რი იჯ­და და ამის შე­სა­ხებ დრო­უ­ლად შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ხე­ლა­ხა­ლი რე­გის­ტ­რა­ცია მო­ეთხო­ვა. დე­პუ­ტატ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, რო­მე­ლიც სხდო­მას უძღ­ვე­ბო­და, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გე­ბის და­ზუს­ტე­ბა და­ა­ვა­ლა. გა­ირ­კ­ვა, რომ დარ­ბაზ­ში მარ­თ­ლაც არ იყო დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბა, რის შემ­დე­გაც 15-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა გა­მოცხად­და. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა თა­ვი­დან ჩა­ტარ­და, ტაბ­ლო­ზე კვლავ 76-ზე მე­ტი ხმა და­ფიქ­სირ­და. ისევ გა­დავ­თ­ვა­ლე დე­პუ­ტა­ტე­ბი და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პარ­ლა­მენ­ტარს ისევ და­ვუ­რე­კე. ისევ გა­მოცხად­და შეს­ვე­ნე­ბა, რე­გის­ტრა­ცია უკ­ვე მე­სა­მედ ჩა­ტარ­და და იგი­ვე გა­მე­ორ­და. იმ დღეს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა ჩა­ი­შა­ლა, რად­გან რეგ­ლა­მენ­ტი მხო­ლოდ სა­მი რე­გის­ტრა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს...

- შენ "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უსს" წარ­მო­ად­გენ, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თ­ვის სან­დო სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­როა. რას ნიშ­ნავს შენ­თ­ვის ეს სამ­სა­ხუ­რი?

- "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უსს" სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზარ­ზე ცენ­ტ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი უკა­ვია. ჩემ­თ­ვის სტი­მუ­ლია, რო­ცა ზურგს სე­რი­ო­ზუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია მი­მაგ­რებს და მი­სი სა­ხე­ლით ვმუ­შა­ობ. ჩვენ­მა მკითხ­ველ­მა იცის, რომ "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი" აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც წყა­ლი არ გა­უ­ვა. ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი და ფაქ­ტო­რია და ყვე­ლა­ნი ერ­თად მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებთ, რომ მკითხ­ვე­ლის ნდო­ბა და მო­ლო­დი­ნი გა­ვა­მარ­თ­ლოთ. აქ­ვე მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და სა­ა­გენ­ტოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმის­თ­ვის, რომ ტექ­ნი­კურ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა პი­რო­ბა გვაქვს კარ­გი და ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის. მი­ხა­რია და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ წარ­მო­ვად­გენ სა­ა­გენ­ტოს, რომ­ლის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლას ყვე­ლა პარ­ლა­მენ­ტა­რი და ჩე­მი ყვე­ლა რეს­პონ­დენ­ტი კითხუ­ლობს და "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სის" არც ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია არ გამოეპა­რე­ბა.

- ბევ­რი გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი რეს­პონ­დენ­ტი გყავს?

- არ მახ­სოვს, ვინ­მეს ეთ­ქ­ვას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში რა­ტომ შე­იყ­ვა­ნე და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია რა­ტომ გა­ავ­რ­ცე­ლეო... ჩე­მი ავ­ტო­რო­ბით მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლას შე­საძ­ლოა, ად­რე­სა­ტე­ბი არ გა­უ­ხა­რე­ბია, მაგ­რამ აქ მთა­ვა­რია ის, რომ ასე­თი სა­ხის საყ­ვე­დუ­რი მათ­გან არ მი­მი­ღია... რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მმარ­თ­ვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებს ესა თუ ის ჟურ­ნა­ლის­ტი მოს­წონთ, უყ­ვართ, ჩემ­თ­ვის ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი კარ­გად ვერ მუ­შა­ობს. არ მინ­და, პო­ლი­ტი­კო­სებს მოვ­წონ­დე და ვუყ­ვარ­დე - ჯვა­რი მწე­რია...

- აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ არა­ერ­თი ექ­ს­კ­ლუ­ზი­ვის ავ­ტო­რი ხარ...

- სამ­სა­ხუ­რი­დან შინ ყო­ველ­თ­ვის დაღ­ლი­ლი ვბრუნ­დე­ბი. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ თე­მა­ზე მი­წევს მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბა, მაგ­რამ თუ­კი არის ისე­თი დღე, რო­ცა რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მაქვს გან­წყო­ბა, რომ არც არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. მიყ­ვარს, რო­დე­საც რა­ღაც თე­მა­ზე პირ­ვე­ლი ვწერ. შემ­დეგ ამ თე­მას "ი­ტა­ცებს" პრე­სა, რა­დიო, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი. ამის შემ­დეგ ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბას ვწყვეტ, რად­გან სა­კითხი­სად­მი ინ­ტე­რე­სი მიქ­რე­ბა. ალ­ბათ ჯობს, შენ მი­ერ "ა­გო­რე­ბულ" სა­კითხს ბო­ლომ­დე მიჰ­ყ­ვე, მაგ­რამ ამას უკ­ვე სხვე­ბი აკე­თე­ბენ და მე დროს აღარ ვკარ­გავ.

ლა­ლი ფა­ცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები