კახეთში 40 წლის რუსი ეროვნების მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთში 40 წლის რუსი ეროვნების მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში, 40 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მალხაზ ბეზარაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ადგილობრივმა მწყემსებმა სოფლის სასაფლაოზე შემთხვევით ნახეს.

მისივე თქმით, გარდაცვლილი რუსი ეროვნების არის და სოფელში საქონელს მწყემსავდა. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, სსსკ -ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა