ჭკვიანი ხელჩანთა, რომელიც მფლანგველს საფულეს უმალავს

ჭკვიანი ხელჩანთა, რომელიც მფლანგველს საფულეს უმალავს

ძალიან რთულია შოპინგის დროს ლამაზი ფეხსაცმლის, სამკაულისა, თუ სუნამოს ყიდვაზე თავი შეიკავოთ და ნახევარი ხელფასი არ გაფლანგოთ. როგორც ამბობენ, შოპინგი რელაქსაციისთვის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ზღვარი აქაც არსებობს.

სწორედ მათ, ვინც შოპინგისას ცდუნებას ვერ უმკლავდება, საკრედიტიო ბარათზე ანგარიშის დაზოგვაში ჭკვიანი ხელჩანთა დაეხმარება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად იკეტება და საფულესთან მიახლოების საშუალებას არ მოგცემთ. დიზაინერებმა ჩანთას iBag უწოდეს. ხელჩანთას სპეციალური სენსორები აქვს - თუ სენსორებმა დააფიქსირა, რომ შოპინგი "ღრეობაში" გადაიზარდა, ან პატრონი საყვარელ მაღაზიაში შევიდა, ჩანთა ავტომატურად დაიკეტება და ელვის გახსნას ვერ შეძლებთ. ამასთან, სპეციალური პაწაწინა ნათურები ციმციმს იწყებს და ჩანთის მფლობელს მოკლე ტექსტური შეტყობინება ეგზავნება, რომ "სახიფათო ზონაში" იმყოფება.

როგორც მაიკლ ჰატჩისონი ამბობს, iBag შექმნილია მათთვის, ვინც ხარჯებს ვერ აკონტროლებს. თუმცა, პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ადამიანებთან, რომლებიც შოპინგით შეპყრობილები არიან, ეს ჩანთა მაინც უძლურია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს