ახალაიას ცოლი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებას ითხოვს

ახალაიას ცოლი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებას ითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ხელისუფლებას ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებას სთხოვს.

"რატომ არ იძიებენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობას?! მოვითხოვ დაიდოს გამოძიების შედეგები! არჩევნების წინა ღამეს რომ სპეკულირებდა ქართული ოცნება და შეშლილი სახით იძახდა ქალბატონი ბერიკაშვილი, ღვინიაშვილმა მოკლა ბავშვიო, ეხლა რატომ დუმს??? მე პირადად იმ ღამეს ისეთი ფსიქოლოგური სტრესი მივიღე, რომ დღემდე ვერ გამოვედი იმ საშინელი შოკიდან. მატყუარა ხელისუფლება, რომელმაც 1 წლის ბავშვი სასიკვდილოდ გაიმეტა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, გამოვიდეს და პასუხი გაგვცეს, რა მოხდა სინამდვილეში?! "ქართული ოცნების" მიერ მოტყუებულო ადამიანებო, თქვენ არ გაინტერესებთ სიმართლე???", - წერს "ფეისბუქზე" ანი ნადარეიშვილი.

2012 წლის 30 სექტემბერს ღამით, "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ეთერით მთელს საქართველოს მიმართა. ეს იყო ჩართვა სოფელ კოლაგადან, სადაც გარდაცვლილი ჩვილის ქვევრიდან ამოყვანას ტელევიზიის ვიდეო-კამერა იღებდა. მეორე დღეს არჩევნების დღე იყო.

გავიდა წელიწადზე მეტი. მანანა ბერიკაშვილის მაშინდელ უმძიმეს ბრალდებას პასუხი არ გაეცა.

10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, ცხელ გულზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა კი დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს "ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა.

არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა 2012 წლის 29 ნოემბერს განაცხადა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში ექნებოდა, მაგრამ შემზარავი მკვლელობის საქმე დღემდე გამოუძიებელია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს