ზუ­რა სა­ლუქ­ვა­ძე - კად­რ­ში და კადრს მიღ­მა

ზუ­რა სა­ლუქ­ვა­ძე - კად­რ­ში და კადრს მიღ­მა

გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ფორ­მე­ბი, სურ­ვი­ლი - გრძნო­ბე­ბით გა­ათ­ბოს და და­ა­ფიქ­როს ადა­მი­ა­ნე­ბი - ზუ­რა სა­ლუქ­ვა­ძის "პო­ე­ტუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­ა"... იმის ნაც­ვ­ლად, რომ სა­კუ­თა­რი ლექ­სე­ბი წე­რი­ლო­ბით მი­ე­ტა­ნა მკითხ­ვე­ლამ­დე, მან გა­მო­ხატ­ვის უფ­რო ცოცხა­ლი ფორ­მა არ­ჩია - მის მი­ერ­ვე წა­კითხუ­ლი სა­კუ­თა­რი პო­ე­ზია "ვი­დე­ო­ლექ­სე­ბად" აქ­ცია და უცხო­ე­თი­დან ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში გა­ავ­რ­ცე­ლა... მას შემ­დეგ პო­პუ­ლა­რო­ბამ ნელ-ნე­ლა იმა­ტა და დღეს მის "ფე­ის­ბუ­კის" გვერდს ყო­ველ­დღი­უ­რად ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს.

- ზუ­რა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ, საკ­მა­ოდ ბევ­რი კარ­გი პო­ე­ტია. თუმ­ცა მგო­ნი, შე­ნი პო­ე­ზია და თა­ვად შენ უფ­რო ბევ­რის­თ­ვის ხარ ნაც­ნო­ბი, ვიდ­რე - სხვა პო­ე­ტე­ბი. რო­გორ ფიქ­რობ, რა არის ამის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო?

- ვფიქ­რობ, ორი რა­მის კომ­ბი­ნა­ცია მოს­წონს ხალხს - სიტყ­ვა, რაც იწე­რე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­საც გა­მოვ­ხა­ტავ. ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა ჩემ­თ­ვის თვით­მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა. ჩემ­თ­ვის, მე­გობ­რე­ბის­თ­ვის ვწერ­დი და პირ­ვე­ლად ინ­ტერ­ნეტ­ში ჩემ მი­ერ წა­კითხუ­ლი ლექ­სი სწო­რედ მათ­თ­ვის ავ­ტ­ვირ­თე. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ძა­ლი­ან ბევ­რი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის კო­მენ­ტა­რი დამ­ხ­ვ­და, მთხოვ­დ­ნენ, ასე­თი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი კი­დევ გა­მე­კე­თე­ბი­ნა... აი, ასე გავ­ხ­დით მე და ჩე­მი ლექ­სე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი...

- ვი­დე­ოს ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბამ იმე­დი გა­ა­მარ­თ­ლა?

- დი­ახ, მგო­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნებ­თან უფ­რო ახ­ლოს მის­ვ­ლის, უფ­რო ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის უკე­თე­სი სა­შუ­ა­ლე­ბაა. იცით, ყო­ფი­ლა, კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან მომ­წო­ნე­ბია და მის­თ­ვის ეს მი­მი­წე­რია. ერ­თა­დერ­თი, ვინც ჩემ მი­ერ გა­მო­ხა­ტულ ემო­ცი­ა­ზე მი­პა­სუ­ხა, ნი­ნო ქა­თა­მა­ძე იყო. მის­მა პა­სუხ­მა იმ­დე­ნად გა­მათ­ბო, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ჩემ­თ­ვის სულ სხვა "არ­ხე­ბი" გა­იხ­ს­ნა, სულ სხვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვი... მღე­რის იმის­თ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ათ­ბოს... ნი­ნოს ყვე­ლა სიმ­ღე­რა ზე­პი­რად ვი­ცი... რა­საც ვწერ, ყვე­ლა­ფე­რი გან­ც­დი­ლი მაქვს - ასე მი­ოც­ნე­ბია, ასე და­მი­ნა­ხავს, ასე მიგ­რ­ძ­­ნია. მხო­ლოდ რით­მის გა­მო არც ერ­თი ჩე­მი ლექ­სი არ არის და­წე­რი­ლი. ერ­თხელ უცხო გო­გო­ნამ წა­ი­კითხა ჩე­მი ლექ­სი ისე ლა­მა­ზად, შო­კი მი­ვი­ღე. არც იცო­და, თუ ვუს­მენ­დი. ის ლექ­სი მა­შინ ჩემ­თ­ვის თა­ვი­დან და­ი­ბა­და... იმი­ტომ "გა­მო­უ­ვი­და", რომ კითხ­ვი­სას ისიც ძა­ლი­ან გულ­წ­რ­ფე­ლი იყო...

- ლექ­სე­ბის წე­რის გარ­და, რას საქ­მი­ა­ნობ? რთუ­ლი არ არის, პო­ე­ტუ­რი სამ­ყა­რო ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესს მო­არ­გო?

- ნე­ტავ მეტს არა­ფერს ვა­კე­თებ­დე!.. მან­ქა­ნე­ბის სა­დი­ლე­რო­ში ვმუ­შა­ობ. პრო­ფე­სი­ით ჰიდ­რო­ინ­ჟი­ნე­რი ვარ. ამე­რი­კა­ში თუ არ იმუ­შა­ვე, უბ­რა­ლოდ, ვერ იცხოვ­რებ. იცით, ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ აქ სა­კუ­თა­რი თა­ვი ხე­ლახ­ლა ვი­პო­ვე. თა­ვის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა პირ­ვე­ლად აქ მო­მიხ­და. სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­ცი­ელ­ზე მხო­ლოდ შენ იღებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. თუ რა­მეს გა­ა­ფუ­ჭებ, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი რე­სურ­სით ზღავ...

- ერთ-ერთ ლექ­ს­ში ამ­ბობ, - "ა­ხალ სიტყ­ვას წერ"... მახ­სოვს, შე­ნი პო­ე­ტუ­რი სტი­ლი ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის გავ­ლე­ნად ჩათ­ვა­ლეს და ეს შენ­თ­ვის არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ფიქ­რობ, რომ შე­ნი ლექ­სე­ბი ახა­ლი სიტყ­ვაა თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზი­ა­ში?

- ერ­თია, რო­ცა ლექსს ან კითხ­ვის მა­ნე­რას მე­ო­რეს რა­ღა­ცით ამ­ს­გავ­სე­ბენ, მაგ­რამ რო­ცა ამ­ბო­ბენ, "ჰბა­ძავს", და­მე­თან­ხ­მე­ბით, ძა­ლი­ან არა­სა­სი­ა­მოვ­ნოა. სა­ერ­თოდ, კარ­გ­ში მი­ბაძ­ვა ცუ­დი არაა, თუმ­ცა, თუ­კი ადა­მი­ანს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მ­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას არ და­ვუ­კარ­გავთ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და. ვფიქ­რობ, ჩე­მი ლექ­სე­ბი მარ­თ­ლაც არის სი­ახ­ლე. ასე რომ არ იყოს, ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ ექ­ნე­ბო­და... "ფე­ის­ბუკ­ზე" აქ­ტი­ვო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რ­დე­ბა.

- უკ­ვე სა­მი წე­ლია, პრო­ექტ "პო­ე­ტურ სა­ქარ­თ­ვე­ლოს" ახორ­ცი­ე­ლებთ. თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბას რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს აც­ნობთ და რო­გორც ამ­ბობთ, "ათ­ბობთ". რე­გი­ო­ნებ­ში, თბი­ლის­თან შე­და­რე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი მძი­მეა. მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას კი ად­ვი­ლი არ არის, ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რადღე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის­კენ მი­მარ­თო...

- ამ ადა­მი­ა­ნებს იმ­დე­ნად აკ­ლი­ათ სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დო, ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ხალ­ხი "და­ე­წა­ფა". ყო­ვე­ლი სა­ღა­მოს შემ­დეგ სით­ბოს ისე­თი დო­ზით ვგრძნობ­დით, უზარ­მა­ზა­რი ენერ­გი­ით ავივ­სეთ. ამ პრო­ექ­ტ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის პრო­ექ­ტია. კი, თა­ვი­დან ასე იყო - ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რით გავ­ხ­დით ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ დღეს ასე ნამ­დ­ვი­ლად არ არის. ლან­ჩხუთ­ში ერ­თი მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი მობ­რ­ძან­და, ჩა­მე­ხუ­ტა და მითხ­რა: ერ­თი წე­ლი თუნ­დაც მხო­ლოდ იმის­თ­ვის ვი­ცოცხ­ლებ, რომ გა­ი­სად ისევ გნა­ხო­თო... ეს "კად­რი" ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში უდი­დე­სი ენერ­გი­ი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­როდ დარ­ჩა... სა­მი წლის ბავ­შ­ვ­მა 33 სტრო­ფი ლექ­სი ზე­პი­რად რომ იცის, გა­მო­დის, სათ­ქ­მელს ამ­ბობ, ასე არ არის?!. პო­ე­ზია ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის სუ­ლის ნა­წი­ლია...

- რო­გორც ვი­ცი, წელს უფ­რო მას­შ­ტა­ბურ ფეს­ტი­ვალს გეგ­მავთ...

- 2012 წელს ეს პრო­ექ­ტი ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ხუ­თი დღე გა­უ­ჩე­რებ­ლად ვუ­რე­კავ­დით კომ­პა­ნი­ებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს. "დი­დი მად­ლო­ბა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იდეაა, და­გი­რე­კავთ", - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი პა­სუ­ხი იყო თი­თო­ე­ულ ზარ­ზე. არა­ვი­ნაც არ დაგ­ვი­რე­კა... სა­ბო­ლო­ოდ, პრო­ექ­ტი ჩვე­ნი და­ნა­ზო­გოთ მი­ვი­ტა­ნეთ ხალ­ხამ­დე და ეს ერ­თი წა­მი­თაც არ გვი­ნა­ნია. წელს ეს ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა. გვინ­და, ფეს­ტი­ვა­ლი კარ­ვე­ბით, დი­ჯე­ე­ბით - ქა­ლაქ­გა­რეთ, მინ­დორ­ში ჩა­ვა­ტა­როთ. პა­რა­ლე­ლუ­რად, მოწ­ვე­უ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მე­ნეჯ­მენ­ტ­სა და სხვა პრაქ­ტი­კულ თე­მებ­ზე ტრე­ნინ­გებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ. გვინ­და, ამით გა­ნათ­ლე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა და­ვუ­კავ­ში­როთ ერ­თ­მა­ნეთს. ახალ­გაზ­რ­დე­ბის გან­წყო­ბი­ლე­ბა ეპი­დე­მი­ა­სა­ვით მო­ე­დო ხალხს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში - "აქ არა­ფე­რი გა­მო­ვა". ყვე­ლა ფიქ­რობს, რომ ხსნა მხო­ლოდ საზღ­ვარ­გა­რე­თაა. მინ­და, ამ პრო­ექ­ტით ის სათ­ქ­მე­ლიც ით­ქ­ვას, რომ "რა­ღაც" სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, თუ­კი მო­ვინ­დო­მებთ და ერ­თ­სუ­ლოვ­ნე­ბას გა­მო­ვი­ჩენთ. მთა­ვა­რია, კონ­კ­რე­ტუ­ლი ხალ­ხი ფი­ნან­სუ­რად ამოგ­ვიდ­გეს მხარ­ში. იმე­დია, ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. 2012-ში ფეს­ტი­ვა­ლის შე­სა­ხებ არაპ­რო­ფე­სი­უ­ლი ფილ­მი გა­და­ვი­ღე და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. ჩე­მი საზღ­ვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი მე­გობ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი რეკ­ლა­მა იქ­ნე­ბა. შევ­ძ­ლებთ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს გა­ვაც­ნოთ. ამის­თ­ვის მხო­ლოდ კარ­გი რე­ჟი­სო­რი და ოპე­რა­ტო­რია სა­ჭი­რო.

- ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის­თ­ვის თუ აწყობთ სა­ღა­მო­ებს?

- სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ევ­რო­პე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი უფ­რო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან ამით, ვიდ­რე ამე­რი­კე­ლე­ბი. ევ­რო­ტურს აუცი­ლებ­ლად მო­ვაწყობ. ამე­რი­კა­ში ორ­ჯერ ჩა­ტარ­და პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რო­ბა არ იგ­რ­ძ­ნო­ბა. ძი­რი­თა­დად, სა­მე­გობ­რო ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე და მარ­თ­ლა სა­ინ­ტე­რე­სო და ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი გა­მოგ­ვ­დის.

- ეკ­რა­ნი­დან ძალ­ზე აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი, ემო­ცი­უ­რი ჩან­ხარ. "სცე­ნის მიღ­მა" რო­გო­რი ხარ?

- მეც მაქვს მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა მე­ლან­ქო­ლი­ურ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი. შე­იძ­ლე­ბა, მთე­ლი დღე, წა­მო­წო­ლილ­მა მუ­სი­კის მოს­მე­ნა­ში გა­ვა­ტა­რო, მე­ო­რე დღეს კი კვლავ არა­ნორ­მა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ვი­ყო. ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ა­ნი ხარ, რა­ღა­ცე­ბი გტკი­ვა, გა­წუ­ხებს, გა­ნერ­ვი­უ­ლებს...

- რო­გორც ვი­ცი, უკ­ვე სა­მი კრე­ბუ­ლი გაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი. მარ­კე­ტინ­გულ წარ­მა­ტე­ბა­ზე უკ­ვე შე­გიძ­ლია ისა­უბ­რო?

- იცით, ამის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არ ვირ­ჯე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ეს თა­ვის­თა­ვად მოხ­დე­ბა. მე მხო­ლოდ ის მინ­და, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უფ­რო მე­ტი სით­ბო გავ­ცე და მი­ვი­ღო კი­დეც... ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, - რა­ტომ წერ მა­ინ­ც­და­მა­ინც ქარ­თუ­ლა­დო? რო­ცა ამე­რი­კა­ში წა­მო­ვე­დი, მა­შინ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რას ნიშ­ნავს იყო ქარ­თ­ვე­ლი. გიჩ­ნ­დე­ბა შე­კითხ­ვა: რა შე­გიძ­ლია, გა­უ­კე­თო შენს ქვე­ყა­ნას? "შენს ქვე­ყა­ნა­ში შე­ნი ოჯა­ხის სა­ხე ხარ და სხვა ქვე­ყა­ნა­ში - შე­ნი ქვეყ­ნის", - ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ამ სიტყ­ვებს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხ­მე­ბი. თუნ­დაც მხო­ლოდ ერთ ქარ­თ­ველს შე­უძ­ლია, და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს თა­ვი­სი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას პო­ე­ზი­ა­ზეც. რაც უფ­რო მე­ტად მი­ვუ­ახ­ლოვ­დი ხალხს, უფ­რო მე­ტად ვიგ­რ­ძე­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. აქამ­დე ჩემ­თ­ვის ვწერ­დი, ახ­ლა კი ეს ლექ­სე­ბი სხვი­სიც გახ­და... სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ლე დაბ­რუ­ნე­ბას ვგეგ­მავ. თით­ქოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ფასს კარ­გავს. რა­ღაც სი­ახ­ლე, ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­მოს­ვ­ლაა სა­ჭი­რო. ჰო­და, ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ეს მე და ჩემს მე­გობ­რებს გა­მოგ­ვ­დის. რო­ცა ამე­რი­კა­ში ჩას­ვ­ლი­დან 4 წლის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დი, მე­გო­ბარ­მა მკითხა, - რა არის ის, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ მოგ­წონ­სო? - და იცით, რა იყო ეს? - ყან­წი! ყან­წი, თა­ვი­სი "პირ­ვე­ლა­დი" და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­თაც. ჩემ­თ­ვის ის არა­სა­სი­ა­მოვ­ნოს­თან, ზედ­მეტ­თან ასო­ცირ­დე­ბა. რა­ღაც საზღ­ვ­რებ­ში ვართ მოქ­ცე­უ­ლი. მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში, ისე შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. თბი­ლის­ში ერთ-ერთ სა­ღა­მო­ზე ვი­ყა­ვი. იმ­ღე­რეს. ცეკ­ვის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნ­და, ავ­დე­ქი და ვი­ცეკ­ვე. აღ­მოჩ­ნ­და, რომ დარ­ბაზ­ში ასე­თი მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი გვერ­დით მჯდომს უყუ­რებ­დ­ნენ: თუ ის წა­მოდ­გე­ბო­და, ესე იგი, ცეკ­ვა "არ ტე­ხავ­და". გვერ­დით ყუ­რე­ბა სა­ერ­თოდ არ არის სა­ჭი­რო, თუ გვინ­და, უნ­და ვი­ცეკ­ვოთ. თუ ქუ­ჩა­ში ლექ­სის თქმის სურ­ვი­ლი გვაქვს, უნ­და ვთქვათ იმის მი­უ­ხე­და­ვად, გა­უ­კე­თე­ბია თუ არა ვინ­მეს ეს მა­ნამ­დე...

"პო­ე­ტურ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლომ" სწო­რედ იმის გან­ც­და გა­მი­ჩი­ნა, რომ ჩვენ გა­მოგ­ვ­დის ახ­ლის შე­მო­ტა­ნა. ახ­ლა ფილ­მ­საც ვი­ღებთ, პი­რო­ბი­თად მი­სი სა­ხე­ლია - "გზა წარ­მა­ტე­ბის­კენ". მთა­ვა­რი იდეა ის არის, რომ თუ ცხოვ­რე­ბა­ში თუნ­დაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო წინ­ს­ვ­ლა არ და­ა­ფა­სე, სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბას ვე­რა­სო­დეს მი­აღ­წევ. ეს პრო­ცე­სია, ბრძო­ლაა, გა­სავ­ლე­ლი გზაა. უნ­და ვი­წა­მოთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბა, თუნ­დაც გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა სკო­ლა­სა თუ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - დი­დი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი რგო­ლია და არა ცალ­კე მდგო­მი, მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა. უნ­და ვი­წა­მოთ, რომ შეგ­ვიძ­ლია, - ესაა სა­ჭი­რო ჩვე­ნი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. "სიტ­კ­ბო მუ­დამ ამარ­ცხებს ყინ­ვას ყურ­ძ­ნის მტევ­ნებ­ში".

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია