გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი და ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მო­აზ­როვ­ნე

გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი და ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მო­აზ­როვ­ნე

კლუბ­ში "რა? სად? რო­დის?" 1993 წლი­დან თა­მა­შობს, მაგ­რამ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მა­შებ­ში მა­ნამ­დე იყო ჩარ­თუ­ლი, სა­ნამ ეს კლუ­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­და. ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა დრო­ის, ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მო­აზ­როვ­ნეა. არა­ერ­თ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს "რა? სად? რო­დის?" პირ­ვე­ლი მა­გის­ტ­რი. ალ­ბათ მი­მიხ­ვ­დით, ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი გი­ორ­გი ბაქ­რა­ძე გახ­ლავთ. ე­როვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კის სა­კითხებ­ში ერთ პა­ტა­რა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ "თა­მაშ­ზე" სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხ­მ­და.

პრეამბულის მაგიერ

- წიგ­ნებ­თან "მე­გობ­რო­ბა" რო­გორ და­იწყეთ?

- ბავ­შ­ვო­ბი­დან აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი ვი­ყა­ვი. ეს "საქ­მე" რომ და­ვიწყე, 4 წლი­საც კი არ ვი­ყა­ვი. იმ ბავ­შ­ვ­თა კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბო­დი, რომ­ლებ­საც მშობ­ლე­ბი წიგ­ნებს ძა­ლით აკითხე­ბენ.

- დღეს რას კითხუ­ლობთ?

- ერ­თ­დ­რო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე წიგნს ვკითხუ­ლობ. ერ­თი - ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რი­საა. მათ ბი­ოგ­რა­ფი­ებს ვეც­ნო­ბი, ვინც ამე­რი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას მო­ა­წე­რა ხე­ლი. მე­ო­რე - დე­ტექ­ტი­ვია, მე­სა­მე - მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში მომ­ხ­დარ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებ­ზეა.

- რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ერ­თ­დ­რო­უ­ლად კითხ­ვა ჩვევად გვაქვს?

- დი­ახ. წა­კითხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხელ­მე­ო­რედ იშ­ვი­ა­თად ვუბ­რუნ­დე­ბი.

- ალ­ბათ გა­მო­ნაკ­ლი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც არ­სე­ბობს.

- რა თქმა უნ­და, ბავ­შ­ვო­ბა­ში დი­უ­მას "სა­მი მუშ­კე­ტე­რი" ორჯერ წა­ვი­კითხე. ბორ­ხე­სის ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც არა­ერ­თხელ მივ­ბ­რუ­ნე­ბი­ვარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პო­ე­ზია. კარ­გი ლექ­სი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, მაგ­რამ ზე­პი­რად ბევ­რი ლექ­სი არ ვი­ცი.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავთ?

- შე­იძ­ლე­ბა ნათხო­ვა­რი წიგ­ნის დაბ­რუ­ნე­ბა დამ­ვიწყე­ბია, მაგ­რამ არას­დ­როს მო­მი­პა­რავს. რო­ცა მახ­სენ­დე­ბა, მფლო­ბელს გვი­ან, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად ვუბ­რუ­ნებ.

- თქვენ­თ­ვის მო­უ­პა­რავთ?

- კი (ი­ცი­ნის).

- არ ბრაზ­დე­ბით?

- რა თქმა უნ­და, სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დით?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი ასარ­ჩე­ვია. (პა­უ­ზის შემ­დეგ) დე­ტექ­ტი­ვე­ბის გმირ­თან, ნი­რო ვულ­ფ­თან. სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია.

- რით არის სა­ინ­ტე­რე­სო?

- ჭკვი­ა­ნია, გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, სახ­ლი­დან გას­ვ­ლა არ უყ­ვარს. მოკ­ლედ, ჩემ­ნა­ი­რია.

- სახ­ლი­დან გას­ვ­ლა თქვენც არ გიყ­ვართ?

- მთლად ჩემ­ნა­ი­რიც არაა, მაგ­რამ ჩვენ შო­რის მსგავ­სე­ბებს ვხე­დავ. კი­დევ ერ­თი სა­ერ­თო თვი­სე­ბა გვაქვს - ორი­ვეს ლუ­დი გვიყ­ვარს.

- ეს გე­ნი­ა­ლუ­რი გერ­მა­ნე­ლი ფი­ზი­კო­სი 1863 წელს ტექ­ნი­კუ­რი სკო­ლი­დან იმის გა­მო გა­რიცხეს, რომ არ და­ას­მი­ნა თა­ნა­კურ­სე­ლი, რო­მელ­მაც მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­კა­ტუ­რა და­ხა­ტა.

- რენ­ტ­გე­ნი.

- "ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გათხო­ვებს ქოლ­გას კარგ ამინ­დ­ში და წა­გარ­თ­მევს მა­შინ, რო­ცა წვიმს" - რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს ახა­სი­ა­თებ­და ასე მარკ ტვე­ნი?

- კრი­ტი­კო­სებს.

- ცდე­ბით.

- ბან­კი­რებს ხომ არა?

- რა თქმა უნ­და. რას გვას­წავ­ლის იტა­ლი­უ­რი ან­და­ზა, - "არ გა­ე­კი­დო არც ქალს და არც ტრამ­ვა­ის, აუცი­ლებ­ლად..."

- "...მო­ვა შემ­დე­გი".

- ეს ცნო­ბი­ლი ინ­გ­ლი­სე­ლი მოღ­ვა­წე მე­მუა­რებ­ში წერ­და, რომ მშობ­ლე­ბი მას არას­დ­როს მიჰ­ფე­რე­ბი­ან. სა­მა­გი­ე­როდ, ძი­ძას აღ­მერ­თებ­და და სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში, წლე­ბის მან­ძილ­ზე, მი­სი სუ­რა­თი ეკი­და. და­ა­სა­ხე­ლეთ, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩერ­ჩილ­ზე.

- ჩერ­ჩი­ლი ამ­ბობ­და: "კო­მუ­ნის­ტი ეს არის ... რო­ცა იგი პირს აღებს, ვერ გა­არ­კ­ვევთ, გა­ღი­მე­ბას ცდი­ლობს თუ შენს გა­და­სან­ს­ვ­ლას". და­ა­სა­ხე­ლეთ გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი სიტყ­ვა.

- ნი­ანგს ადა­რებ­და.

- "ჩვენ, ძვე­ლებ­მა, ახ­ლა კა­ლა­მი ძირს უნ­და დავ­ს­დ­ვათ, გზა კი ვა­ჟას და­ვუთ­მოთ" - ეს სიტყ­ვე­ბი ილი­ამ მას შემ­დეგ თქვა, რაც ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ი­კითხა. რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი?

- "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი".

- ცდე­ბით, ილი­ა­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა "მო­ხუ­ცის ნათ­ქ­ვამს" მო­უხ­დე­ნია. რუს მწე­რალს, ან­ტონ ჩე­ხოვს ფა­ნე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი არ­მია ჰყავ­და. რას ეძახ­დ­ნენ მათ რუ­სეთ­ში?

- მგო­ნი, ვი­ცო­დი, უნ­და გა­ვიხ­სე­ნო. (პა­უ­ზის შემ­დეგ) "ან­ტო­ნოვ­კებს".

- ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი სა­კუ­თარ თავს ბედ­ნი­ე­რე­ბის ქმარს ეძახ­და, ხო­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბას...

- მა­მას, შვილს...

- მის საყ­ვა­რელს. "პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვოც­ნე­ბობ­დი, კოს­მო­ნავ­ტი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ამას საკ­მა­ოდ ბევ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა სჭირ­დე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ გავ­ხ­დი პრე­ზი­დენ­ტი". ამე­რი­კის რო­მე­ლი პრე­ზი­დენ­ტია ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი?

- ჯორჯ ბუ­ში.

- რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი ამ­ბობ­და: "ან­გე­ლო­ზი მკარ­ნა­ხობს, თო­რემ ლექ­სე­ბის წე­რის­თ­ვის, სად მცა­ლიაო?"

- გა­ლაკ­ტი­ო­ნი. ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტე­ბი­დან გალაკტიონ ტა­ბი­ძის, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის პო­ე­ზია გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა შო­თა რუს­თა­ველ­ზე.

- "შე­ნა ხარ ჩე­მი ჯილ­დოც, სას­ჯე­ლიც,/ გულ­ზე ახ­ლოს ხარ და ღმერ­თ­ზე ზე­მოთ,/ ჩე­მო ტან­ჯუ­ლო, ჩე­მო მტან­ჯ­ვე­ლო,/ და­უ­ლე­ვე­ლო სამ­შობ­ლოვ ჩე­მო!/ შენ­თან ვარ, მაგ­რამ მა­ინც და­გე­ძებ,/ რო­გორც და­ე­ძებს საჭ­მელს მში­ე­რი/ და ამ პა­ტა­რა მი­წის ნაგ­ლეჯ­ზე შე­მაძ­რ­წუ­ნებ­ლად ვარ ბედ­ნი­ე­რი" - ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

- ოთარ ჭი­ლა­ძე.

- ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ძლი­ე­რი არ ვარ.

- რა გვა­რი იყო ნა­პო­ლე­ო­ნის ქარ­თ­ვე­ლი პი­რა­დი მცვე­ლი რუს­ტა­მი?

- არ მახ­სოვს.

- რაზ­მა­ძე. 1911 წელს ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის "ჯო­კონ­და" მო­ი­პა­რეს. ერთ-ერთ ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლად ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი მხატ­ვა­რი იყო მიჩ­ნე­უ­ლი. რო­მე­ლი მხატ­ვა­რი?

- პაბ­ლო პი­კა­სო.

- რა თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა გი­ორ­გი სა­ა­კა­ძეს მე­ფე ლუ­არ­სა­ბის კარ­ზე?

- (ფიქ­რობს)

- ისი­ნი ხომ ნა­თე­სა­ვე­ბიც იყ­ვ­ნენ.

- ეგ ვი­ცი. გი­ორ­გი სა­ა­კა­ძის ნა­თე­სა­ვი მეც ვარ. ბე­ბი­ას დე­და თარ­ხან-მო­უ­რა­ვი იყო, თარ­ხან-მო­უ­რა­ვე­ბი კი მი­სი შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან. გი­ორ­გი მე­ფის კარ­ზე მო­უ­რა­ვი იყო.

- ძველ იუდე­ვე­ლებ­ში არ­სე­ბობ­და ჩვე­უ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ისი­ნი თა­ვიანთ ცოდ­ვებს სიმ­ბო­ლუ­რად თხას აჰ­კი­დებ­დ­ნენ და უდაბ­ნო­ში გ­ზავ­ნიდ­ნენ. ამ წეს-ჩვე­უ­ლე­ბის თა­ნახ­მად, თით­ქოს ცოდ­ვე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბოდ­ნენ. აქე­დან წარ­მო­იშ­ვა გა­მოთ­ქ­მა...

- "გან­ტე­ვე­ბის ვა­ცი".

- და­ა­სა­ხე­ლეთ თა­რი­ღი ავ­ს­ტ­რია-უნ­გ­რე­თის იმ­პე­რი­ის ერცჰერ­ცო­გის ფრანც ფერ­დი­ნან­დის სა­რა­ე­ვო­ში მკვლე­ლო­ბი­სა, რაც იქ­ცა I მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბის სა­ბა­ბად.

- 1914 წლის 28 ივ­ნი­სი. ფრანც ფერ­დი­ნან­დის მკვლე­ლი გავ­რი­ლო პრინ­ცი­პი გახ­ლ­დათ.

- სა­მე­ფო არ­წი­ვი მთელ ცხოვ­რე­ბას ერთ პარ­ტ­ნი­ორ­თან ატა­რებს. კი­დევ რას არ იც­ვ­ლის იგი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ბუ­დეს.

- ცნო­ბი­ლი ფი­ზი­კო­სი, ნილს ბო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი იყო. რო­მე­ლი ქვეყ­ნის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და ის მე­კა­რედ?

- და­ნი­ის ნაკ­რებ­ში.

- რა ერ­ქ­ვა ჩუქ­ჩე­ბის საცხოვ­რე­ბელ სახლს, რო­მე­ლიც ირ­მის ტყა­ვე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი?

- იარან­გი.

- ეს­კი­მო­სე­ბის საცხოვ­რე­ბელ სახლს, რო­მელ­საც ყი­ნუ­ლის აგუ­რე­ბის­გან აშე­ნე­ბენ?

- იგ­ლუ.

- რამ­დენ სან­ტი­მეტრს უდ­რის 1 იარ­დი?

- 91 სან­ტი­მეტ­რის ტო­ლია.

- ლუ­დი რომ გიყ­ვართ, გა­სა­გე­ბია, ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი­დან კი­დევ რო­მელ სა­ხე­ო­ბას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ღვი­ნო და ვის­კიც მიყ­ვარს.

- რას ნიშ­ნავს სიტყ­ვა "ვის­კი" ქარ­თუ­ლად?

- სი­ცოცხ­ლის წყალს.

- ერთ-ერთ გა­ლე­რე­ა­ში დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი პორ­ტ­რეტს უყუ­რებს და ამ­ბობს, - ამ სუ­რათ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი კა­ცის მა­მა მა­მა­ჩე­მის სი­მამ­რია. რა იქ­ნე­ბა მის­თ­ვის პორ­ტ­რეტ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცი?

- (ფიქ­რობს) გთხოვთ, კითხ­ვა გა­მი­მე­ო­რეთ. (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) ბი­ძა გა­მო­დის.

- თუ ღა­მის 12 სა­ათ­ზე კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მაა, შეგ­ვიძ­ლია თუ არა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ 48 სა­ა­თის შემ­დეგ კაშ­კა­შა მზი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა?

- ისევ ღა­მე იქ­ნე­ბა და არა მზე.

- "ეს გახ­ლავთ სტი­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­სა, რა დრო­საც მთავ­რო­ბა აწ­ვ­დის ან ცდი­ლობს მი­ა­წო­დოს ხალხს ილუ­ზია იმი­სა, თით­ქოს ქვეყ­ნის ბა­ტონ-პატ­რო­ნი თა­ვად ხალ­ხი იყოს". რის შე­სა­ხებ ამ­ბობ­და ამ სიტყ­ვებს მუ­სო­ლი­ნი?

- დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

- "ქარ­თ­ვე­ლებს უყ­ვართ სტუ­მა­რი, სტუმ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა მა­თი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ღირ­სე­ბა­თა­გა­ნია. გარ­და უცხო­ე­ლე­ბი­სად­მი მა­თი ბუ­ნებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ჩვე­ნით, რად­გან ჩვენ ქარ­თუ­ლი ენა შე­ვის­წავ­ლეთ და მათ სა­ნა­ხა­ვად მი­ვე­დით. გუ­ლი­თად და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ შეხ­ვედ­რებს გვიწყობ­დ­ნენ და ეს შეხ­ვედ­რე­ბი გვი­ნაზღა­უ­რებ­დ­ნენ იმ დიდ ცდა­სა და მძი­მე სა­ა­თებს, რაც მა­თი ენი­სა და ქარ­თუ­ლი ზმნის შეს­წავ­ლას მო­ვან­დო­მეთ... ქარ­თუ­ლი ენა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ემორ­ჩი­ლე­ბა რიტ­მ­სა და რით­მას, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თით­ქ­მის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბით მე­ლექ­სე­ა", - ვკითხუ­ლობთ ინ­გ­ლი­სე­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გის მო­გო­ნე­ბებ­ში. და­ა­სა­ხე­ლეთ ეს პი­როვ­ნე­ბა.

- მარ­ჯო­რი უორ­დ­რო­პი.

- ისა­აკ ნი­უ­ტო­ნის 300 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მო­უშ­ვეს სა­ფოს­ტო მარ­კა. რა იყო მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი?

- ნი­უ­ტო­ნის ვაშ­ლი.

- ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ხე ამ ცხო­ვე­ლის დარ­გუ­ლია - ოდეს­ღაც და­მა­ლა კა­კა­ლი და შემ­დეგ მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­ა­ვიწყ­და. რო­მელ ცხო­ველ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ციყ­ვ­ზე.

- დე­მეტ­რე I, ალექ­სან­დ­რე I (დი­დი), თე­ი­მუ­რაზ I, ერეკ­ლე II. ჩა­მოთ­ვ­ლილ­თა­გან, რო­მე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მე­ფე არ აღ­კ­ვე­ცი­ლა ბე­რად?

- ერეკ­ლე II.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლეთ ნიც­შეს ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ცი­რე კი არა, მე­გობ­რო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს უიღ­ბ­ლო..."

- "...უიღ­ბ­ლო ქორ­წი­ნე­ბას".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია