რომელი მარკის ავტომობილმა შეიძლება ჩაანაცვლოს საპატრულო პოლიციის "შკოდა ოქტავია"?! - წაიკითხეთ ექსკლუზიური ტესტი "აუტობილდის" თებერვლის ნომერში

რომელი მარკის ავტომობილმა შეიძლება ჩაანაცვლოს საპატრულო პოლიციის "შკოდა ოქტავია"?! - წაიკითხეთ ექსკლუზიური ტესტი "აუტობილდის" თებერვლის ნომერში

გაყიდვაშია საავტომობილო ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" თებერვლის ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

პატრულის ახალი მანქანა?

ყოველთვიურმა, ლიცენზირებულმა ჟურნალმა "AUTO BILD საქართველომ" შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით გატესტა სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ავტომობილი Ford Police Interceptor, რომელიც, შესაძლოა, საქართველოს საპატრულო პოლიციის ავტომობილი გახდეს და "შკოდა ოქტავია" ჩაანაცვლოს. პოლიციის "ფორდის" ექსკლუზიურ განხილვას და ფოტოებს ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" თებერვლის ნომერში გაეცნობით.

პორშემ Quattro-ს აჯობა!

რა შემთხვევაშია "პორშე" ნაღდი "პორშე"? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არცისე ადვილია და განსაკუთრებით მას მერე გართულდა, რაც "ფოლკსვაგენის" კონცერნში შესულმა ლეგენდარულმა გერმანულმა მარკამ Panamera-ს და Cayenne-ის სახით სედანებისა და ქროსოვერების გამოშვება დაიწყო და ამ კლასის ავტომობილებს უფრო ყიდის, ვიდრე წმინდა სისხლის სპორტულ მანქანებს. ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" თებერვლის ნომერში გაეცნობით "პორშეს" ახალი ქროსოვერის, Macan-ის დეტალურ შედარებას Audi Q5-თან.

ამერიკული ოცნება

AUTO BILD-მა ახალი Chevrolet Camaro-თი ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესამდე იმოგზაურა. თებერვლის ნომერში წაიკითხავთ ამ უაღრესად საინტერესო მოგზაურობის შესახებ დაწერილ სტატიას, სადაც ავტორი თავისი ამერიკული თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

"ოქროს საჭე": საქართველოს არჩევანი

საქართველოში ასეთი ხანგრძლივი და მასშტაბური აქცია საავტომობილო სფეროში ჯერ არ ჩატარებულა! და ვინ უნდა ყოფილიყო პირველი, თუ არა ჟურნალი "AUTO BILD საქართველო"? გერმანულმა AUTO BILD-მა საავტომობილო ოსკარები ნოემბერში ჩამოარიგა, ქართულმა გამოცემამ კი გადაწყვიტა, რომ გამოკითხვა წლის ბოლომდე გაეგრძელებინა და ექვსივე კატეგორიაში ადგილობრივი გამარჯვებულები გამოგვევლინა. თებერვლის ნომერში თქვენ წინაშეა საქართველოში ჩატარებული 4-თვიანი კამპანიის საბოლოო შედეგები - გამარჯვებულები ყველა კლასში.

იდეალური გარაჟი...

...ლოს ანჯელესში დგას - იქ, სადაც თითოეული სანტიმეტრი ძვირად ფასობს. ამერიკელებმა ჯეკ ოლსენის ავტო-ოაზისი სპეციალური წოდებითაც კი შეამკეს. არადა, ჯეკს ეს გარაჟი მხოლოდ 3500 დოლარი დაუჯდა. AUTO BILD-ის ქართული გამოცემის თებერვლის ნომერში წაიკითხავთ რეპორტაჟს სრულყოფილი ავტოფარეხის შესახებ.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

SUV-ის ფენომენი: როგორ აიდგეს ფეხი ქროსოვერებმა?

ახალი Jeep Cherokee ცუდ გზებზე კარგია, მაგრამ...

მსოფლიოში საუკეთესო სპორტული მანქანა?

60 000 კილომეტრი პორშე პანამერა დიზელით.

რომანტიკული მოგზაურობა იაპონიაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები