რა მნიშვნელობა აქვს სამეფო ორდენებსა და სახელმწიფო ჯილდოებს საქართველოში?!

რა მნიშვნელობა აქვს სამეფო ორდენებსა და სახელმწიფო ჯილდოებს საქართველოში?!

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" თებერვლის ნომერი #2 (38), რომელშიც წაიკითხავთ:

კოლხური თეთრი / საქართველოში მოჭრილი მონეტები ლითონზე დაწერილი ქვეყნის უტყუარი ისტორიაა

ჟურნალი "ისტორიანი" გთავაზობთ ქართული ნუმიზმატიკის განვითარების ამსახველ მასალებს, ე.წ. გაბმული თხრობის სახით. წარმოგიდგენთ ისტორიას საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან მოჭრილი ფულის შესახებ. ვიმედოვნებთ, ჩვენი მკითხველი დაინტერესდება ამ თემატიკით, მით უფრო, რომ მას საშუალება მიეცემა, უძველესი ქართული მონეტების ასლების საკუთარი "კოლექცია" შექმნას.

მრუდე სარკეში - ისტორიული სომხეთი თბილისამდე არასდროს ვრცელდებოდა

პროფესორი ბონდო არველაძე მიმოიხილავს სომეხი ისტორიკოსის, სამველ კარაპეტიანის ერევანში გამოცემული წიგნს Ìэðû Òèôëèñà (Òáèëèñè) და დაასკვნის, რომ სამწუხაროდ, ეს წიგნი არის ტიპური მაგალითი ისტორიის მრუდე სარკეში დანახვისა, რომელიც ნამდვილად არ წაადგება საქართველო-სომხეთის შემდგომ ურთიერთობასა და თანამშრომლობას.

გენერალ გრიაზნოვის მკვლელობა

კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ფიოდორ გრიაზნოვი ხელმძღვანელობდა "თბილისის რუსულ პატრიოტულ საზოგადოებას", მისი ინიციატივით შეიქმნა კავკასიის შტაბის ოფიცერთა რეაქციული დაჯგუფება, რომელმაც ფაქტობრივად ხელთ იგდო ძალაუფლების სადავეები. გენერალ გრიაზნოვს სძულდა ე.წ. კავკასიელი "კრამოლნიკები" (მეამბოხეები). მოუწოდებდა, გაენადგურებინა მათი სოფლები და სახლები, ხოლო მუშები კი ჩამოეხრჩოთ... - სტატია მოგვითხრობს, რა იყო გამონაგონი და რა იყო სიმართლე არსენა ჯორჯიაშვილის მიერ გენერლის მკვლელობის გახმაურებულ საქმეში...

ორდენი მედალი არ არის, ხოლო რაინდი - ტიტული! / სამეფო ორდენები და სახელმწიფო ჯილდოები საქართველოში

ორდენებისა და რაინდობის თემა ბოლო დროს ბევრისთვის იუმორით ან სულაც ირონიით განხილვის საგანი გახდა. ფალერისტიკის (ჯილდოთმცოდნეობა), ისევე როგორც ჰერალდიკის შესახებ, საბჭოთა პერიოდში და მის შემდგომ წლებშიც, ძალიან ცოტა იწერებოდა. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ლიტერატურა ამ დისციპლინების შესახებ, რომელიც წარმოდგენას მაინც შეუქმნიდა დაინტერესებულ საზოგადოებას. უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის ორდენის საქართველოს რექტორის, სიმონ კოპაძის განმარტებით, ორდენი არ არის მხოლოდ ჯილდო ან ლითონის ფირფიტა, ან ჯვარი...

არშემდგარი ტერაქტი თეირანში - ჰიტლერელებს 1943 წელს დიდ სამეულზე თავდასასხმელად რესურსი აღარ ჰქონდათ

თეირანის ოპერაციასთან დაკავშირებით დღესაც მრავალი მითია გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ჩერჩილსა და რუზველტს განუცხადა, გერმანელები მოკავშირე ქვეყნების ლიდერებზე თავდასხმას გეგმავდნენ და საბჭოთა უშიშროებამ ეს საქმე გახსნაო, ბევრი დამაჯერებელი ცნობა მიანიშნებს, რომ იმ დროისთვის გერმანიის მთელი ირანული ქსელი, ფაქტობრივად, განადგურებული იყო და შექმნილ ვითარებაში ოპერაციის მოწყობა შეუძლებელი გახლდათ.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

"ცუდად ჩაცმული და ნახევრად მშიერი" - 1921 წლის ომის წინ ქართულ და რუსულ არმიებს ერთმანეთზე მეტად უჭირდათ.

მეცნიერთა ბიოგრაფიიდან / ივანე ჯავახიშვილი - წინაპრები და ნათესავები დედის მხრიდან

რუსი ჰანიბალი - ალექსანდრე სუვოროვი.

მარტყოფის საფორტიფიკაციო ნაგებობები - ერთიანი სისტემის ნაწილი, რომელიც მარტყოფის გარდა, დედაქალაქის მისადგომებსაც იცავდა.

დიდი ცირკი - ფორმულა 1 / რბოლა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.

ლუდის უძველესი მეწარმე ეგვიპტიდან.

"ანტიკვარული" სკანდალი ევროპაში.

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები