"უგულავა კიოდა, 26 მაისს ტრუპები ავიკიდეთ და სად შევიტენოთო" - ბაკურ ბაკურაძის უხამსი და კრიტიკული მიმართვა ძველ და ახალ ხელისუფლებას

"უგულავა კიოდა, 26 მაისს ტრუპები ავიკიდეთ და სად შევიტენოთო" - ბაკურ ბაკურაძის უხამსი და კრიტიკული მიმართვა ძველ და ახალ ხელისუფლებას

მუხროვანის სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურის უფროსი, ბაკურ ბაკურაძე Facebook-ზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს. ბაკურ ბაკურაძე ამბობს, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც "მუხროვანის სკანდალზე" არანაკლებ სკანდალურია; ვიდეო, მისი თქმით, 26 მაისის ცნობილი მოვლენების დროს არის გადაღებული და მასში გიგი უგულავას ფრაზა ისმის - 26 მაისს ტრუპები ავიკიდეთ და სად შევიტენოთო.

"ვინმეს ეგონა, რომ ასე არ იგეგმებოდა ყველაფერი?

ერთი სული მაქვს, ის ვიდეო როდის დაიდება, უგულავა რომ კიოდა, 26 მაისს ტრუპები ავიკიდეთ და სად შევიტენოთო.

დარწმუნებული ვარ ასე ამბობდა 25 მაისს ვანოც და მიშაც პოლიციელის გვამი გვჭირდებაო.

თქვენი დედებს შევ***ი!

აი ასე ღიად გინებას პირველად ვწერ ფეისბუქში და ბოდიშაც არ ვიხდი.

კაი, ვანო ვანო და ის ჯარის სარდლობა ხოა ისევ თანამდებობებზე ჰა?

არიქა, დააწინაურეთ, ისე არ დამიტოვოთ!", - წერს ბაკურ ბაკურაძე.

ბაკურ ბაკურაძე არ მალავს აშკარა უკმაყოფილებას ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების მიმართაც და ახალ მთავრობას შემდეგი ტექსტით მიმართავს:

"ახალო მთავრობავ!

გამოჩნდება, ინახავთ თუ არა ვიდეოზე აღბეჭდილ ხალხს ერთხელაც თქვენს მიერ გაცემული განკარგულების შესასრულებლად!

განკარგულებისა, რომ ორი გვამი გჭირდებათ!

ისე, წესით, ახლა უკვე უნდა ვრცელდებოდეს ოფიციალური ინფორმაცია, რომ ყველა სამხედრო, ყოფილი და ახლანდელი თანამდებობის პირები, რომლებიც ვიდეოკადრებში ფიგურირებენ, კადრების ავთენტურობის დადგენამდე, მინიმუმ გადაყენებული არიან თანამდებობიდან, აეკრძალათ ქვეყნის დატოვება, ან უკეთეს შემთხვევაში იმყოფებიან შინაპატიმრობაში და დაწყებულია გამოძიება.

საქმე სამხედრო დანაშაულს ეხება!!!!!!" - წერს ბაკურ ბაკურაძე.

ასევე დაგაინტერესებთ: მუხროვანის სკანდალური კადრები დათა ახალაიამ გაავრცელა?

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს