კიტრი და მარწყვი მეხსიერების დაქვეითების პროცესს ანელებენ

კიტრი და მარწყვი მეხსიერების დაქვეითების პროცესს ანელებენ

კიტრისა და მარწყვის ერთად ჭამა მეხსიერების დაკარგვას აჩერებს, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებისთვისაა დამახასიათებელი. ეს დასკვნა სოლკოვსკის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გააკეთეს. მათ ფლავონოლ ფიზეტინი დატესტეს, რომელსაც ლაბორატორიის ცხოველებს ყოველდღე აძლევდნენ.

საბოლოოდ, ნაერთმა მეხსიერების დაქვეითება შეაჩერა. შედეგად ადამიანებს, რომელთაც ალცჰეიმერის დაავადება აწუხებთ, სასწავლო მასალის ათვისების პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობა ეძლევათ. სამწუხაროდ, კიტრისა და მარწყვის ნაერთი ტვინში წარმოქმნილ ამილოიდური დაგროვებების წარმოქმნაზე გავლენას ვერ ახდენს, რომლებიც ავადმყოფობის სიმპტომებს იწვევენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ფიზეტინი დაგროვებების ფორმირების მექანიზმის გვერდის ავლით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ნაერთი მეხსიერების ხარისხს ნორმალურ ორგანიზმსაც უუმჯობესებს.

10 წლის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფიზეტინი ტვინის ნეირონებს სიბერისგან იცავს. მოგვიანებით დამტკიცდა - ნაერთს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.

მომზადებულია Ani News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს