რა ქონება დაუტოვა პოლ უოკერმა თავის შვილს

რა ქონება დაუტოვა პოლ უოკერმა თავის შვილს

გასული წლის ნოემბერში ავტოკატასტროფაში გარდაცვლილმა მსახიობმა პოლ უოკერმა თავის 15 წლის შვილს,  მედოუს 25 მილიონიანი ქონება დაუტოვა. ამის შესახებ TMZ წერს, რომელსაც მსახიობის ანდერძი ხელში  ჩაუვარდა.

ჯერჯერობით გადასაწყვეტია, ვინ იქნება თანხის განმკარგავი. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვზე მეურვეობა შესაძლოა, ბებიამ აიღოს. სასამართლო მოსმენა თებერვალის ბოლოს არის დანიშნული.

ამჟამად უოკერის შვილი დედასთან, რებეკა სოტეროსთან ერთად ჰავაიზე ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ პოლ უოკერი დროებით სამსახიობო კარიერის შეწყვეტასაც გეგმავდა, რათა მეტი დრო გაეტარებინა შვილთან. ის მოხარული იყო, რომ ბავშვი მასთან საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა.

მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება