სტერეოტიპები, რომლებსაც ბავშვობაში გვინერგავდნენ, ანუ ზღაპრების ნეგატიური გავლენა

სტერეოტიპები, რომლებსაც ბავშვობაში გვინერგავდნენ, ანუ ზღაპრების ნეგატიური გავლენა

ალბათ იშვიათად თუ დავკვირვებივართ, რომ სტერეოტიპების ნაწილი ადრეული ბავშვობიდან იღებს სათავეს და ამაში საკმაოდ დიდია ჩვენი საყვარელი ზღაპრების წვლილი.

ერთი შეხედვით ლამაზი და ფერადი ისტორიები, თუმცა მეორე მხრივ საკმაოდ მიკერძოებული და ქვეცნობიერი უარყოფითი ემოციის მატარებელი. გადავავლოთ თვალი რამდენიმე მათგანს:

1. დედინაცვალი - რატომღაც ყველა ზღაპრის დედინაცვალი/მამინაცვალი და შესაბამისად მის შვილები – ბოროტ პერსონაჟებად გვევლინება. მაგალითისთვის ავიღოთ "კონკიას ზღაპარი", სადაც ბოროტი დედინაცვალი გოგონას ძალიან ცუდად ექცევა, ანალოგიური პერსონაჟებია დედინაცვლის ორივე ქალიშვილი, რაც ქვეცნობიერად გვიყალიბებს ნეგატიურ ემოციას.

ამის შემდეგ გაგიკვირდებათ და ადრეულ ასაკში, დედინაცვალი, ან მამინაცვალი ოჯახში, ყოველთვის უარყოფითი და მტკივნეულია ბავშვისთვის.

2. უკიდურესობა – ბოროტი ადამიანი ყოველთვის კვდება ზღაპრის დასასრულს – იქნებ გვეფიქრა და ბავშვებისთვის გვესწავლებინა, რომ ბოროტი ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს, დაიწყოს ცხოვრება თავიდან, ისწავლოს სიკეთის კეთება, ნაცვლად ცხენის ძუაზე გამობმის და დაგლეჯის, ან კოცონზე დაწვისა?

3. სილამაზე და შური – თუ ლამაზი ხარ, ე.ი. ნაკლებად ლამაზებს შენი უნდა შურდეთ – ამის ნათელი მაგალითია ფიფქია და შვიდი ჯუჯას ზღაპარი, როცა დედოფალი გაიგებს, რომ ამქვეყნად არსებობს მასზე ლამაზი ქალი და მოწამლული ვაშლით მიდის მის მოსაშორებლად. შესაბამისად ეს იწვევს ბარიერის აღმართვას ბავშვებს შორის და ისინი ძირითადად ცდილობენ იმეგობრონ მათთან, ვინც მათსავით ლამაზია, რაკი ულამაზო ადამიანი ავტომატურად ბოროტია…

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს