გიორგი სუხიტაშვილი - მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა არა სათანადოდ არის თავის პოზიციაზე

გიორგი სუხიტაშვილი - მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა არა სათანადოდ არის თავის პოზიციაზე

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მთავრობას არაპროფესიონალიზმში ამხელს. ამის შესახებ მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"მაპატიოს ყველამ, მაგრამ არ მაინტერესებს ჩვენი სპორტსმენები რას იზავენ ამ კონკრეტულ ოლიმპიადაზე!

არც ხუდონჰესის მშენებლობა მხიბლავს, და არც მისგან მოსული მილიარდები (... ევო ზნაეტ ეგეც!)

არც ამდენი ''ავწონ-დავწონოთ-გამოვიკვლიოთ''არ მომწონს.

მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა არა სათანადოდ არის თავის პოზიციაზე.

არაპროფესიონალიზმს საზღვარი არ უჩანს ბოლო ოცწლეულია და არც გამოუჩნდება კაი ხანი.

თუ ვინმეს ილუზია აქვს იმისა რომ ყველაფერი მოგვარდება და თან მის სიცოცხლეში, ძალიან ცდება

P. S. უაზრო კომენტატების ავტორები,

პოლიტიკურად გაბერილები, ფანატიზმით შეყვარებულები პარტიებზე და პერსონებზე, და ა.შ. დაიბლოკებით. ამდენი წელია ამას ვუყურებ და ასეთი მმართველობის შემხედვარეს მეც გადმომედო- ყველა მთავრობა და მმართველობა ერთნაირია, უბრალოდ ყველას თავისი კადრები და რჩეულები ჰყავს.

განსხვავება? განსხვავება თარიღებში და გამოვლინებების სიმკვეთრეშია...", - წერს სუხიტაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს