რა პრო­ვო­კა­ცი­ებს უნ­და ელო­დოს ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია სოჭ­ში

რა პრო­ვო­კა­ცი­ებს უნ­და ელო­დოს ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია სოჭ­ში

სა­ზო­გა­დო­ე­ბის რი­გი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი, რომ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლ­ეო­ბა­ზე უა­რი ოლიმ­პი­ა­დის წინ ეთ­ქვა, არ გა­მარ­თლდა. ამას­თან, 4 თე­ბერ­ვალს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე მი­იწ­ვი­ეს და მა­ნაც ეს მიწ­ვე­ვა მი­ი­ღო. რო­გორც მი­სი პრეს­სამ­სა­ხუ­რი აცხ­ა­დებს, თი­ბი­ლო­ვი ასე­ვე მიწ­ვე­უ­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სა­ხე­ლით და­გეგ­მილ ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თე­ბა ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე მიწ­ვე­უ­ლი 40-ზე მე­ტი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რე­ბი­სა და ლი­დე­რე­ბის­თვის. ის ასე­ვე და­ეს­წრე­ბა რუ­სე­თის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ეგი­დით მოწყ­ო­ბილ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­საც.

აქამ­დეც ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ მას და აფ­ხა­ზე­თის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტს რუ­სე­თი ოლიმ­პი­ა­დის სა­ზე­ი­მო გახ­სნა­ზე და­პა­ტი­ჟებ­და. ამის თა­ო­ბა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გია ვოლ­სკიმ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ჯერ კი­დევ ორი კვი­რის წინ გა­ნაცხ­ა­და. აშ­კა­რა­ა, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ვო­კა­ცი­ულ მოქ­მე­დე­ბებს არ იშ­ლის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვენს ოლიმ­პი­ურ ნაკ­რებს სოჭ­ში არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი აფ­ხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო ატ­რი­ბუ­ტი­კაც მრავ­ლად დახ­ვდე­ბა. ჩვე­ნი ოლიმ­პი­უ­რი დე­ლე­გა­ცია ამას გა­აპ­რო­ტეს­ტებს თუ არა, ან რა ფორ­მით გა­აპ­რო­ტეს­ტებს - უც­ნო­ბი­ა.

რუ­სე­თი ოლიმ­პი­ა­დის სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბას რომ ეც­დე­ბო­და, ჯერ კი­დევ მა­შინ გა­მოჩ­ნდა, რ­ო­დე­საც სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ერ­თ-ერთ მე­ჩი­რაღ­დნედ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის "გმი­რი", რუ­სი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი ივან ნი­ჩა­ე­ვი წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს. მა­ნამ­დე კი სოჭ­ში ოლიმ­პი­უ­რი მო­ედ­ნე­ბი­სა თუ სოფ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბე­ბის­თვის რუ­სეთ­მა აფ­ხა­ზე­თის ქვი­შა და სა­შე­ნი მა­სა­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა; შარ­შან დე­კემ­ბერ­ში კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, რო­მე­ლიც სო­ჭის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს, და­იწყო აკ­რე­დი­ტა­ცი­ე­ბის გა­ცე­მა იმ ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის­თვის, რო­მე­ლიც ქა­ლაქს ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­დუქ­ტით მო­ა­მა­რა­გებს. მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი საშ­ვე­ბი დამ­ზად­და, რო­მე­ლიც აფ­ხა­ზუ­რი სიმ­ბო­ლი­კის ფე­რებ­ში გა­ა­ფორ­მეს, ხო­ლო მან­ქა­ნებ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბა წარ­წე­რა: "აფ­ხა­ზე­თი". ასე­ვე, უკ­ვე ცნო­ბი­ლი­ა, რომ აფ­ხაზ­მა და ოს­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა აკ­რე­დი­ტა­ცია რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ისე გა­ი­ა­რეს.

სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა 7 თე­ბერ­ვალს არის და­გეგ­მი­ლი, კი­დევ რა პრო­ვო­კა­ცი­ას შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს მა­ნამ­დე რუ­სე­თი - ძნე­ლი სათ­ქმე­ლი­ა, თუმ­ცა, თა­ვის მხრივ, არა­სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურ­პრი­ზებს რუ­სე­თიც ელის: ოლიმ­პი­ა­და­ზე უსაფ­რთხო­ე­ბის თე­მა კვლა­ვაც უპირ­ვე­ლეს პრობ­ლე­მად რჩე­ბა, მის გა­დაჭ­რა­ში ლა­მის მსოფ­ლიოს ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნაა ჩარ­თუ­ლი. ფაქ­ტი­ა, რომ მა­შინ, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს მთე­ლი ყურა­დ­ღე­ბა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სო­ჭის­კენ, ამის გა­მო­ყე­ნე­ბას ის ძა­ლე­ბიც შე­ეც­დე­ბი­ან, ვინც პუ­ტი­ნის რუ­სეთს უპი­რის­პირ­დე­ბ­ა, ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ა­შიც და მის ფარ­გლებს გა­რე­თაც ამ­გვა­რი დაჯ­გუ­ფე­ბა არა­ერ­თი­ა. 2013 წელს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ჩე­ჩე­ნი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის დო­კუ უმა­რო­ვის მო­წო­დე­ბა გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც ის თა­ნა­მებ­რძო­ლებს ოლიმ­პი­ა­დის ჩაშ­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მოწყ­ო­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­ვი­და ერა­ყუ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ან­სარ ალ სუ­ნაც". ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მუ­ქა­რის წე­რი­ლე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბის­გან გერ­მა­ნი­ის, იტა­ლი­ის, უნ­გრე­თის, გერ­მა­ნი­ი­სა და სლო­ვე­ნი­ის ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტე­ტებ­მაც მი­ი­ღეს. რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მაც აქვს: მა­შინ, რო­დე­საც ამ ოლიმ­პი­ა­დის ჩა­ტა­რე­ბით ცდი­ლობ­და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­სა და მა­თი ლი­დე­რე­ბის გუ­ლის მო­გე­ბას, გა­მო­ვი­და ისე, რომ არც ერ­თი წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რი არ აპი­რებს ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე ჩას­ვლას, მე­ტიც - აშ­შ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ობა­მამ ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე არც ერ­თი მა­ღა­ლი რან­გის დიპ­ლო­მა­ტი არ მი­ავ­ლი­ნა. და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბის ასეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­მა და ამ მოვ­ლე­ნებ­ში რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ შე­უწყო ხე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბი ოლიმ­პი­ადა­ში ჩვენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ, თუმ­ცა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­თიუ ბრა­ი­ზა აცხ­ა­დებს: "უნ­და წახ­ვი­დეთ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე, მაგ­რამ ამა­ყად თა­ვა­წე­ულ­ნი. პრო­ვო­კა­ცი­ებს უნ­და ერი­დოთ, მაგ­რამ შე­გიძ­ლი­ათ, კონ­კრე­ტულ ჟეს­ტებს მი­მარ­თოთ: შე­გეძ­ლოთ, მა­გა­ლი­თად, სა­ნაკ­რე­ბო ფორ­მებ­ზე ორი ნა­ჭე­რი მი­გე­კე­რე­ბი­ნათ: ერ­თი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი­ე­რი საზღ­ვრე­ბია და­ტა­ნი­ლი, აფ­ხა­ზე­თი­თა და სამ­ხრეთ ოსე­თით, მე­ო­რე კი იმის ამ­სახ­ვე­ლი, თუ რა და­ტო­ვა ამ საზღ­ვრე­ბი­დან რუ­სეთ­მა".

ვფიქ­რობთ, ეს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რჩე­ვა­ა. ეს იქ­ნე­ბა რუ­სე­თის პრო­ვო­კა­ცი­ულ ქცე­ვებ­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი პა­სუ­ხი.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია