ჰოლანდიელი ბანკირები ფიცს დადებენ

ჰოლანდიელი ბანკირები ფიცს დადებენ

ნიდერლანდებში 2014 წლის მეორე ნახევარში ბანკირები იძულებულნი იქნებიან, სპეციალური ფიცი დადონ. ამის შესახებ Bloomberg-ი საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელ კრის ბუიჯინკაზე დაყრდნობით წერს. ფიცი ევროპაში ასეთი სახის პირველი ინიციატივაა.

იანვარში იგი ჰოლანდიის ყველა საკრედიტო დაწესებულების მმართველი ორგანოების წევრმა წარმოსთქვა. ფიცი ასე ჟღერს: "ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე დამოკიდებულია, რომ ფინანსური სექტორისადმი ნდობა შევინარჩუნო და გავზარდო. ღმერთი დამეხმაროს!". ათეისტებისთვის ალტერნატიული ვარიანტიცაა გათვალისწინებული. სულ ფიცი ფინანსური სფეროს 90 000-მა თანამშრომელმა უნდა დადოს.

ბანკირებისთვის, რომლებიც ფიცს დაარღვევენ, სასჯელი იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, ისინი შესაძლოა, "შავ სიაში" შეიყვანონ, დისციპლინურ სასჯელს ან დაჯარიმებას მიმართონ. ფიცის დამრღვევთა მიმართ სანქციებს 2015 წლიდან გამოიყენებენ.

დამრღვევთა გამოსავლენად ჰოლანდიის ბანკებში დისციპლინურ კომისიებს და ტრიბუნალებს შექმნიან. კომისიები მხოლოდ იმ ბანკირებთან იმუშავებს, რომელთაც ფიცი დადეს.

მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა