რას ამბობს თმის ფერი თქვენზე?

რას ამბობს თმის ფერი თქვენზე?

თმის ფერი თქვენს ბუნებას განსაზღვრავს და თუ როდესმე თმის გაღიავება, ან გამუქება გადაწყვიტეთ, დარწმუნებული იყავით, რომ შინაგანი სამყარო რადიკალურად შეგეცვალათ.

თეთრი ქერა: მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტია ბუნებრივად ქერა. მოთეთრო ქერა ძალიან იშვიათია.

ოქროსფერი ქერა: ამ ფერის თმა ჰოლივუდში სექსიმბოლოს ტიტულს წლების განმავლობაში განსაზღვრავდა. ოქროსფერი ქერა ასოცირდება მხიარულებასთან და ფლირტთან.

"ომბრე": ე.წ. ომბრე გოგონას ცეცხლოვანი და ვნებიანი ქალის იმიჯს ანიჭებს. თმის ძირებში მუქი ფერი და თმის ბოლოებში ღია ტონალობა მიუთითებს, რომ ქალი უდარდელი ადამიანია და ამასთან, ყოველთვის დაცული არაა.

შავგვრემანი: შავთმიან გოგონას საზოგადოება აღიქვამს, როგორც ჭკვიან ადამიანს, რომელსაც ლოგიკური მსჯელობა შეუძლია.

მუქი ყავისფერი: ქალი, რომელსაც მუქი ყავისფერი თმა აქვს, ამოუცნობია.

წითური: ბუნებრივად წითური ფერი ისეთივე იშვიათობაა, როგორც ქერა. ასეთი თმის პატრონი გაბედული და ცეცხლოვანია.

მომზადებულია COSMOPOLITAN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს