ემუქრება თუ არა ალავერდის სამონასტრო კომპლექსს დატბორვა?

ემუქრება თუ არა ალავერდის სამონასტრო კომპლექსს დატბორვა?

ალავერდის სამონასტრო კომპლექსს დატბორვის საფრთხე აღარ ემუქრება. ამის შესახებ ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბექა ბაიდაურმა განაცხადა.

"ახმეტაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და აღდგენითი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი მილიონ ნახევარი ლარით მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის გაიწმინდა ქისტაურის ხევიც, რომელიც ალავერდის მონასტერს პრობლემას უქმნიდა", - განაცხადა ბექა ბაიდაურმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ძლიერი წვიმების დროს ეკლესიის ეზო და იქ გაშენებული მონასტრის მეურნეობა მთლიანად დაიტბორა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა