ზემფირა სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე მისი სიმღერის გამოყენების გამო აღშფოთდა

ზემფირა სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე მისი სიმღერის გამოყენების გამო აღშფოთდა

ცნობილი რუსი მომღერალი ზემფირა სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მისი სიმღერის ნებართვის გარეშე გამოყენებამ აღაშფოთა. მის ოფიციალურ საიტზე ჯერ კიდევ პარასკევს, ცერემონიის გახსნის დროს გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ ზემფირას მისი კომპოზიციის - "Хочешь" გამოყენებაზე ნებართვა არ გაუცია.

"Первый канал-მა ყველა შესაძლო შეთანხმებას იგნორირება გაუკეთა და ჩემი სიმღერა ნებართვის გარეშე გამოიყენა. ეს საავტორო უფლებების პირდაპირი დარღვევაა. ეს უკანონობაა", - წერს ზემფირა და ამასთან დასძენს, რომ "გახსნა შესანიშნავია" და Первый канал-ის ხელმძღვანელს კონსტანტინ ერნსტს ულოცავს, რომელიც ოლიმპიადის ცერემონიის ორგანიზებასა და თამაშების დახურვაზეა პასუხისმგებელი.

განცხადებას Первый канал-ის რეაქცია ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

2013 წლის დეკემბერში Коммерсантъ-თან ინტერვიუში ზემფირამ განაცხადა, რომ ცერემონიაზე სიმღერა სურდა და ამ საკითხზე ოლიმპიადის ორგანიზატორებს მიმართა, მაგრამ "რბილად ფორმულირებული უარი" მიიღო.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება