"სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­საძ­ლოა, 680 მი­ლი­ო­ნი ტო­ნა ნავ­თო­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნონ"

"სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­საძ­ლოა, 680 მი­ლი­ო­ნი ტო­ნა ნავ­თო­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნონ"

რა რა­ო­დე­ნო­ბით ნავ­თო­ბი და გა­ზი მო­ი­პო­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღეს და რა პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი არ­სე­ბობს სა­მო­მავ­ლოდ? - ამ სა­კითხ­ზე გა­ზის და ნავ­თო­ბის კორ­პო­რა­ცი­ის ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტი, გე­ო­ლო­გი სო­სო ღუ­დუ­შა­უ­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მუდ­მი­ვად იმა­ზე იყო ლა­პა­რა­კი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნავ­თო­ბი და გა­ზი არ არის, რაც არას­წო­რია. ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დღეს 16 სა­ბა­დოა, მათ შო­რის, 15 ნავ­თო­ბის და ერ­თი - გა­ზის. ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა ჩვენ­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბი­დან იწყე­ბა და დღე­ი­სათ­ვის მთლი­ა­ნად 28 მი­ლი­ო­ნი ტო­ნა ნავ­თო­ბი და სამ მი­ლი­არდ კუბ.მეტ­რ­ზე მე­ტი გა­ზია მო­პო­ვე­ბუ­ლი. ეს ციფ­რე­ბი მეტყ­ვე­ლებს, არის თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნავ­თო­ბი და გა­ზი. მთა­ვა­რი კითხ­ვაა, შე­უძ­ლია თუ არა ამ დარგს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე? ამ თვალ­საზ­რი­სით ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის ოქ­როს ხა­ნა 1970-იანი წლე­ბის ბო­ლო და 80-იანი წლე­ბის და­საწყი­სი იყო, რო­ცა თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში - სამ­გორ­ში, სარ­თი­ჭა­ლა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ნავ­თო­ბის მა­ღალ­დე­ბი­ტი­ა­ნი, მდი­და­რი სა­ბა­დო­ე­ბი. მა­შინ წლი­უ­რად 3 მი­ლი­ონ ტო­ნა­ზე მე­ტი ნავ­თო­ბი მო­ი­პო­ვე­ბო­და, რაც პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თ­ვის საკ­მა­ოდ ბევ­რია. დღე­ვან­დე­ლი ფა­სით თუ და­ვი­ან­გა­რი­შებთ, ტო­ნა ნავ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 700 დო­ლა­რი ღირს, შე­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­ოდ დი­დი იყო... შემ­დეგ, რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად, სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­ბა­დო­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და ამოქ­მე­დე­ბას უწყობ­და ხელს, მთლი­ა­ნად მო­ი­შა­ლა, "მხედ­რი­ო­ნის" პერიოდში ნავ­თო­ბის სა­ბა­დო­ე­ბი­დან და­ტა­ცე­ბაც კი ხდე­ბო­და... ახა­ლი სის­ტე­მის, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის შექ­მ­ნამ, ფი­ნან­სე­ბის ძი­ე­ბამ დიდ­ხანს გას­ტა­ნა, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ისე­თი მიდ­გო­მა, რომ ამ დარ­გ­ში ძი­რი­თა­დად უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით უნ­და წარ­მარ­თუ­ლი­ყო საქ­მი­ა­ნო­ბა. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რია რამ­დე­ნი­მე სა­ლი­ცენ­ზიო ბლო­კად არის და­ყო­ფი­ლი, რომ­ლე­ბიც 25-წლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­და­ე­ცა რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ და ერთ ქარ­თულ კომ­პა­ნი­ას. ეს 7-8 კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბას ჩვენ მი­ერ ად­რე აღ­მო­ჩე­ნილ სა­ბა­დო­ებ­ზე და ცდი­ლო­ბენ, ახა­ლი სა­ბა­დო­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნონ, ტარ­დე­ბა სე­ის­მო­ძი­ე­ბა (პროგ­ნო­ზი­რე­ბა სიღ­რ­მე­ში, თუ რო­მელ უბან­ზე შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ სა­ბა­დოს არ­სე­ბო­ბას) და ძებ­ნა-ძი­ე­ბი­თი ბურ­ღ­ვა. ორ და სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი სე­ის­მო­ძი­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით ახ­ლა მო­ნიშ­ნუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 40 უბა­ნი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა იყოს ნავ­თო­ბის სა­ბა­დო.

- კონ­კ­რე­ტუ­ლად სად მიმ­დი­ნა­რე­ობს ნავ­თო­ბის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი?

- ძი­რი­თა­დად, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გა­რე კა­ხეთ­ში, თბი­ლი­სის­პი­რა რა­ი­ო­ნებ­ში და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შავ ზღვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთ­ვ­ნილ შა­ვი ზღვის შელ­ფ­ში.

- ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო შა­ვი ზღვის აუზის ქვეყ­ნე­ბი­დან ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც შავ ზღვა­ში ნავ­თო­ბის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს. ზო­გი ექ­ს­პერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ძალ­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი "სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა"...

- ამე­რი­კულ­მა ნავ­თობ­კომ­პა­ნია "ა­ნა­დარ­კომ" შავ ზღვა­ში ფარ­თო სე­ის­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა, ლა­პა­რა­კია ფო­თის გა­ნე­დის სამ­ხ­რე­თით, სა­მეგ­რე­ლო­სა და აჭა­რის მიმ­დე­ბა­რე ზღვის ნა­წილ­ზე (აფხა­ზე­თის აკ­ვა­ტო­რი­ას ჩვენ ვერ ვა­კონ­ტ­რო­ლებთ), გა­მოვ­ლე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე უბა­ნი, სა­დაც დი­დი ალ­ბა­თო­ბით არის სა­ბა­დო­ე­ბი. ორ უბან­ზე ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ მო­ნიშ­ნა კი­დეც ად­გი­ლი, სად უნ­და გა­ე­ბურ­ღა ჭა­ბურ­ღი­ლი. მოხ­და ისე, რომ ამ დრო­ი­სათ­ვის, 2008 წლის­თ­ვის, კომ­პა­ნი­ას ე.წ. ძებ­ნა-ძი­ე­ბის ფა­ზა უს­რულ­დე­ბო­და. სა­ერ­თოდ, ზღვა­ში ნავ­თო­ბის ძებ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბურ­ღ­ვა, ძალ­ზე ძვი­რია, ერ­თი სა­ძი­ე­ბო ჭა­ბურ­ღი­ლი ზღვა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100-დან 150 მი­ლი­ო­ნამ­დე ჯდე­ბა, მა­შინ რო­ცა ხმე­ლეთ­ზე და­ნა­ხარ­ჯი სულ 10 მი­ლი­ო­ნამ­დეა. ამას­თა­ნა­ვე, რის­კი, რომ ნავ­თო­ბი შე­იძ­ლე­ბა არ აღ­მოჩ­ნ­დეს, ძალ­ზე მა­ღა­ლია - აღ­მო­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბა 20-25 პრო­ცენტს არ აჭარ­ბებს, ანუ ფუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰა­ერ­ში გა­დაყ­რი­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს. ნავ­თობ­მო­პო­ვე­ბა­ში ასეა, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვინც არ რის­კავს, ვერც შამ­პა­ნურს სვამს... კომ­პა­ნია "ა­ნა­დარ­კომ" გვითხ­რა, რომ ასეთ რისკს მარ­ტო ვერ გას­წევ­და, ვერც პარ­ტ­ნი­ო­რი მო­ნა­ხა და ლი­ცენ­ზი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზეც სა­ხელ­მ­წი­ფომ უარი უთხ­რა. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კუთ­ვ­ნილ შა­ვი ზღვის სა­ლი­ცენ­ზიო ბლო­კებ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ახ­ლა დღის წეს­რიგ­შია ტენ­დე­რის ჩა­ტა­რე­ბა, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი უნ­და შე­მო­ვიდ­ნენ... ჩვენ­ში წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50 000 ტო­ნა ნავ­თო­ბი და 8-10 მი­ლი­ონი კუბ.მეტ­რი გა­ზი მო­ი­პო­ვე­ბა, ხო­ლო მოხ­მა­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სად, ნავ­თობ­პ­რო­დუქ­ტე­ბის მი­ლი­ონ ტო­ნა­ზე მე­ტია, ბუ­ნებ­რი­ვი აირის - მი­ლი­არდ 800 მი­ლი­ონი კუ­ბუ­რი მეტ­რი, თუმ­ცა, შეს­წავ­ლის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე ფას­დე­ბა რე­სურ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და იმ 40 უბან­ზე, სა­დაც მი­ვიჩ­ნევთ, რომ შე­საძ­ლოა სა­ბა­დო­ე­ბი იყოს, ნავ­თო­ბის რე­სურ­სის რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 680 მი­ლი­ო­ნი ტო­ნაა, ხო­ლო ბუ­ნებ­რი­ვი აირის - 150 მი­ლი­არ­დი კუბ. მეტ­რი. ყველაზე მე­ტი ალ­ბა­თო­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ბა­დო­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა თბი­ლის­თან ახ­ლოს და შავ ზღვა­შია. რაც შე­ე­ხე­ბა ნავ­თობ­გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნას, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ქარ­ხა­ნა არ იყოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­მე­ლიც სატ­რან­ზი­ტო ქვე­ყა­ნაა და სა­დაც ამ­დე­ნი ნავ­თობ­სა­დე­ნი გა­დის? ეს გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ნავ­თობ­რო­დუქ­ტებს, ბენ­ზინს გა­ა­ი­ა­ფებს, რად­გან ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯი სა­ბო­ლო­ოდ გა­სა­ყიდ ფას­ზე აისა­ხე­ბა, ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბიც შე­იქ­მ­ნე­ბა.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ