"მითხრა, თუ არ შევიცვლიდი მიდგომას, უკიდურეს ზომებს მიმართავდა” - ოდიშარია მიზანდარის გათავისუფლებას მოითხოვს

"მითხრა, თუ არ შევიცვლიდი მიდგომას, უკიდურეს ზომებს მიმართავდა” - ოდიშარია მიზანდარის გათავისუფლებას მოითხოვს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მისი პირველი მოადგილის, მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მარინე მიზანდარმა დაუდასტურა. მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, გურამ ოდიაშარიამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით პრემიერს 5 თებერვალს მიმართა. მისივე თქმით, საკითხი განხილვის პროცესშია და ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

მარინე მიზანდარის ინფორმაციით, ოფიციალურ წერილში გათავისუფლების მიზეზად დაუმორჩილებლობა და მითითებების შეუსრულებლობა სახელდება. მიზანდარი მინისტრის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად გურამ ოდიშარიასთან რამდენიმე საკითხზე უთანხმოებას, განსაკუთრებით კი საყდრისის თემას, ასევე საკადრო პოლიტიკას ასახელებს.

როგორც მიზანდარმა განმარტა, მისთვის ცნობილი იყო, რომ მინისტრი მის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებდა.

"მითხრა, თუ არ შევიცვლიდი თვალსაზრისს, მიდგომას, უკიდურეს ზომებს მიმართავდა. ალბათ ამას გულისხმობდა", - განმარტა მარინე მიზანდარმა.

მისივე თქმით, ამჟამად კულტურის სამინისტროში მუშაობას ჩვეულებრივად განაგრძობს.

თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მარინე მიზანდარი ევროკავშირის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გაგრძლებას, ასევე საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ხაზით საქმიანობას გეგმავს. ხოლო თუ პრემიერმა გურამ ოდიშარიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მარინე მიზანდარი კულტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტზე დარჩენას აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა