ნანა ნებიერიძეს ცეკვა მოენატრა

ნანა ნებიერიძეს ცეკვა მოენატრა

ნანა ნებიერიძეს გასულ წელს ბევრი ოცნება აუსრულდა. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მიიღო მონაწილეობა და ''ყინულის დედოფალი''გახდა. მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ამიტომ ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, ისე დათანხმდა სპექტაკლში დედოფლის როლს. იგეგმება ''ყინულის დედოფლის''ბაქოში ჩვენება. ნანა ნებიერიძის საოჯახო ალბომის დათვალიერებისას მის ოჯახზე ბევრი საინტერესო და სევდიანი ამბები შევიტყვეთ.

რატომ ცხოვრობდა ბებია სხვისი სახელითა და გვარით

- მამა ქართველი მყავს, დედა - რუსი. მამა მძლეოსანი გახლდათ, დედაც ყოფილი სპორტსმენია, საკმაოდ პერსპექტიული წყალში მხტომელი იყო. ერთმანეთი ფიზკულტურის ინსტიტუტში გაიცნეს. კურსელები იყვნენ. დედა, ანა კალიაგინა-ნებიერიძე, საქართველოში დაბადებული რუსია. დედასა და მამას სურათი რამდენიმე წლის წინ აქვთ გადაღებული.

- დედა წარმოშობით რომელი ქალაქიდანაა?

- ჩემს რუს წინაპრებთან დაკავშირებით ძალიან სევდიანი ამბავი ვიცი. ბებია მყავდა გრაფინია ანა რაზუმოვსკაია. როდესაც რევოლუცია მოხდა, ბებიაჩემი დედამ ვაგზალზე დატოვა და უთხრა, მოვა ქალი და მას გაჰყევიო, როცა ყველაფერი დაწყნარდება, აუცილებლად მოგძებნიო.… მოხდა ისე, რომ ბებიაჩემის მშობლები ბოლშევიკებმა დახოცეს. ბებია იზრდებოდა მოსამსახურე ქალთან, რომელსაც დედის თხოვნით გაჰყვა. ის ქალი უკრაინელი იყო და ბებიას თავისი გვარი და სახელი მისცა. ბებია ნახევარი სიცოცხლე სხვისი გვარითა და სახელით ცხოვრობდა. გალია სიბარენკა ერქვა. წლების განმავლობაში ეშინოდა ნამდვილი ვინაობის გამხელის, ვერ ამბობდა, რომ სინამდვილეში ანა რაზუმოვსკაია იყო. წლების გასვლის შემდეგ უკვე აღარ იყო საშიში ამ ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკი.

- რუსეთში გყავთ ნათესავები?

- არავინ არ გვყავს. ბებიას ახსოვდა, რომ და ჰყავდა. სულ მეუბნებოდა, და მყავს და შეიძლება, მისი შთამომავლები სადმე ცხოვრობდნენო.

- რამდენი დედმამიშვილი გყავთ?

- და-ძმა მყავს. დედასა და დედმამიშვილებთან ერთად ფოტო კოჯორშია გადაღებული. პირველი ოჯახში დაიბადა ჩემი და, ნატალია ნებიერიძე. ის ექიმი გახლავთ. ახლა ამერიკაში ცხოვრობს. ამერიკელი სიძე მყავს. დრეინ მაიერსი. ორი შვილი ჰყავთ.

- მათ ხშირად ნახულობთ?

- ჩემი და ყოველთვის ამერიკაში ცხოვრებაზე ოცნებობდა. ოცნება აუსრულდა. ახლა ძალიან ენატრება ყველაფერი და ყოველ ზაფხულს ჩამოდის თბილისში. ძმა - თამაზ ნებიერიძე, დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე, საოცრად ლამაზი რძალი მყავს. მათაც ორი შვილი ჰყავთ - დევიდ და ნანა ნებიერიძეები. მამიდის სახელი დაარქვეს.

- ბავშვობას დავუბრუნდეთ. მომდევნო ფოტო, როგორც მითხარით, პირველ კლასში გაქვთ გადაღებული. რომელ სკოლაში სწავლობდით?

- ვსწავლობდი მოსკოვში, კიევში, რადგან შეკრებებზე ვიყავი, სულ მიწევდა ორი-სამი თვე მოსკოვსა და კიევში ცხოვრება და იქვე დავდიოდით სკოლაში. რუსეთში დაახლოებით 27 წელი ვიცხოვრე. რადგან დედა რუსი მყავდა, სახლში ძირითადად რუსულად ვლაპარაკობდით. იმიტომ მაქვს რუსული აქცენტი. ჩემი შვილი ბრწყინვალედ ფლობს ქართულს. ქართული სკოლა დაამთავრა.

- მშობლების საქმიანობა დედმამიშვილებიდან მხოლოდ თქვენ გაგიგრძელებიათ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცი, ძალიან გინდოდათ მსახიობობა.

- მსახიობობა ჩემი ოცნება იყო. დავდიოდი მუსიკაზე, ფორტეპიანოზე, იმდენად კარგად ვსწავლობდი და ისე მომწონდა ის ყველაფერი, რომ მუსიკალურ სკოლაში მესამე კლასიდან მეხუთე კლასში გადამიყვანეს. იგივე სიტუაცია იყო სპორტში. ძალიან სწრაფად გავხდი ევროპის ჩემპიონი. სპორტსა და მუსიკას შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ავირჩიე სპორტი. ჩემი ბავშვობის ოცნება კი გასულ წელს ამისრულდა, როდესაც ''ყინულის დედოფალში''ვითამაშე. ახალ წელს ვთამაშობდი დედოფალს და უბედნიერესი ვიყავი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება