ლანჩხუთის საკრებულოსა და გამგეობაში საშობაოდ 157 200 ლარის პრემია გაიცა

ლანჩხუთის საკრებულოსა და გამგეობაში საშობაოდ 157 200 ლარის პრემია გაიცა

2014 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებზე პრემიები, მომატებული ხელფასის შესაბამისად გაიცა. დღესასწაულთან დაკავშირებით,

გაცემული პრემია ერთი თვის ხელფასის ოდენობის იყო და შტატგარეშე თანამშრომლებსაც ერგოთ.

ლანჩხუთის გამგეობაში გაცემული 121 980 ლარი შემდეგნაირად გადანაწილდა: გამგებელმა - 2 650 ლარი, მოადგილეებმა - 1 300, ხოლო თანაშემწეებმა 790 ლარი ლარი აიღეს. სამსახურის უფროსებზე პრემიის სახით 1000 ლარი, განყოფილების უფროსებზე - 810 ლარი, მთავარ სპეციალისტებზე და სპეციალისტებზე - 560 ლარი, წამყვან სპეციალისტზე - 500 ლარი, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულზე - 1000 ლარი, ხოლო სპეციალისტებზე 400 ლარი გაიცა.

რაც შეეხება საკრებულოს, აქ 35 220 ლარის პრემია გაიცა. საკრებულოს თავმჯდომარეზე - 2 650 ლარი, მოადგილეზე - 1 700 ლარი, საკრებულოს კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეებზე - 1 350 ლარი, აპარატის უფროსზე - 1 000 ლარი, ხოლო აპარატის განყოფილების უფროსზე - 810 ლარი, თანაშემწეზე - 790 ლარი. მთავარ სპეციალისტზე, მდივანსა და დამხმარე მოსამსახურეზე გაიცა 560 ლარი, დამლაგებელზე - 200 ლარი.

"როდესაც მოვახდინეთ ბიუჯეტის ფორმირება, იქ ერთი თვის ზედმეტი თანხა იდო, ვიდრე სჭირდება მუნიციპალიტეტს, ჩადებული იყო 13 თვე. ახლა რაც შეეხება გასულ წელს და პრემიის გაცემის მიზეზს: 24 საკრებულოს სხდომა ჩატარდა 12-ის ნაცვლად, სამჯერ მეტი ჩატარდა კომისიისა და ფრაქციების სხდომები, ამას ყველაფერს სჭირდება უზრუნველყოფა და ამაში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებიც არიან შტატში, ან შტატს გარეშე", - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი.

იხილეთ ვრცალად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა