ქუთაისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ფირმის დიდი გეგმები და ამბიცია სუფთა ქალაქზე

ქუთაისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ფირმის დიდი გეგმები და ამბიცია სუფთა ქალაქზე

შპს "ქუთსერვის ჯგუფს" ახალი უფროსი ჰყავს და მას გელა გაგუა უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე დირექტორის მოადგილე იყო. ახალ ხელმძღვანელს უამრავი გეგმა აქვს. სიახლეები კი თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით შრომის შემსუბუქებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და ქუთაისის სუფთა ქალაქად გადაქცევას უკავშირდება.

"ქუთსერვის ჯგუფის", სადაც 300 ადამიანია დასაქმებული, წლიური მომსახურების თანხა 2 მილიონ 700 000 ლარია. ამ თანხაში შედის როგორც ქალაქის დაგვა-დასუფთავება, ისე ნარჩენების გატანა და გაუვნებელყოფა. დასაგველი ქუჩების ნუსხა 90-ია. 

"გვინდა ახალი ტექნიკის შეძენა ქალაქის მერთან და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, რადგან ჩვენი დამფუძნებელი და 100%-აინი წილის მფლობელი მერიაა. შარშანდელი წელი მომგებიანი იყო. მიმდინარე წელს ამოღებული თანხით შეიძლება ორი ან სამი ერთდროული ავტოტრანსპორტი შევიძინოთ. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ სიახლეებს, შევიძინეთ მტვერსასრუტები, რომელიც ძალიან ეფექტურია ფოთოლცვენის დროს. ვიყენებთ ამ მტვერსასრუტებს, რადგან პირველ რიგში დამგველის შრომას აიოლებს და შემდეგ სამუშაოს ოპერატიულად შესრულების ხარისხი მაღალია. გვინდა, რომ თანამედროვე საშუალებების გამოყენებით თანამრომლების ფიზიკური შრომა შევმაციროთ და მაქსიმალურად მექანიზაციაზე გადავიყვანოთ დამგველიც და მუშაც. ასევე, საწვავის ხარჯის შემცირების მიზნით, ვგეგმავთ შპს-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გაზზე გადაყვანას, რაც საბოლოო ჯამში დაახლოებით 100 000 ლარის ეფექტს მოგვცემს", - აცხადებს გელა გაგუა.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა