ყველაზე შთამბეჭდავი საზღვაო კატასტროფები

ყველაზე შთამბეჭდავი საზღვაო კატასტროფები

თებერვლის დასაწყისში, საფრანგეთის სანაპიროსთან ესპანურმა სატვირთო გემმა "ლუნომ"  მარცხი განიცადა. მწყობრიდან ძრავების გამოსვლის გამო, ტალღებმა გემი კლდეებზე გამორიყეს და მისი კორპუსი შუაზე გადატყდა. მსგავსი შემთხვევები ხშირია. თუმცა როგორც წესი, მცირე მსხვერპლის გამო, ისინი ნაკლებ ყურადღებას იპყრობენ. რა თქმა უნდა, თუ მომხდარმა ეკოლოგიური კატასტროფა არ გამოიწვია. მსგავსი ფაქტები ბუნების ძალის დემონსტრირებას ახდენენ.

გასული წლის 8 ნოემბრის ღამეს, ფილიპინებს ტაიფუნი "ჰაიენი" დაატყდა თავს. სტიქიამ 5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაზარალებულთა რიცხვმა 25,000-ს მიაღწია. ტაიფუნით გამოწვეულმა გიგანტურმა ტალღებმა ნაპირზე რამდენიმე მსხვილი გემი გამორიყა.

2012 წლის 20 იანვარს, დიდმა ტალღებმა რეიდზე მდგარი 155 მეტრის სიგრძის ფილიპინური მშრალტვირთმზიდი "აცტექ მაიდენი" ღუზიდან მოგლიჯეს და ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეს მახლობლად სანაპიროზე გამორიყეს. 17 საათის შემდეგ სამაშველო ბუქსირებმა გემი მეჩეჩიდან მოხსნეს და ზღვაში დააბრუნეს.

იმავე წლის 29 სექტემბერს ძლიერმა შტორმმა ვალენსიის პლაჟზე ორი სატვირთო გემი - გერმანული კონტეინერმზიდი "სელია" (ფოტოზე მარცხნივ) და ტაილანდური მშრალტვირთმზიდი "სანრაიზი" გამოიტანა. მცირე შეკეთების შემდეგ, პირველი გემი ზღვაში 24 ოქტომბერს დააბრუნეს, მეორე კი - 1 ნოემბერს. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

2011 წლის 16 დეკემბერს, შტორმა დიდი ბრიტანეთის სანაპიროზე, 109 მეტრიანი გერმანული მშრალტვირთმზიდი "ბრემენი" გამორიყა. ჯერ კიდევ წყალში ყოფნისას, გემის ავზებმა გაჟონვა დაიწყეს. ეკოლოგიური კატასტროფისგან რეგიონი მაშველთა დროულმა მოქმედებამ იხსნა, რომლებმაც ზღვაში ჩაღვრილი საწვავი მალევე შეაგროვეს. თავად ხომალდის დაზიანებები იმდენად მნიშნელოვანი აღმოჩნდა, რომ მას უტილიზაცია ადგილზევე ჩაუტარდა.

იაპონიის ნაპირებთან 2011 წლის 11 მარტს, მომხდარი ძლიერი მიწისძვრით გამოწვეულმა გიგანტურმა ცუნამიმ ასობით სახლი წაიღო და დასახლებულ ადგილებში ათობით სხვადასხვა ზომის გემი გამოიტანა.

2007 წლის 8 ივნისს, დიდმა ტალღებმა ავსტრალიის სანაპიროზე 225 მეტრის სიგრძის იაპონური ბალკერი "პაშა-ბალკერ" გამორიყეს. თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, ბუქსირებმა გემი ღია ზღვაში გაიყვანეს და შესაკეთებლად იაპონიაში გაუშვეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე