უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი ფა­ლი­აშ­ვილ­ზე

უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი ფა­ლი­აშ­ვილ­ზე

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ნა­ნა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 12 წლი­სა იყო, რო­ცა ფალიაშვი­ლის ქუ­ჩა­ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბი­სას მათ თავ­ზე რა­კე­ტის ფორ­მის ამო­უც­ნობ­მა ობი­ექ­ტ­მა გა­და­იფ­რი­ნა.

- ეს ამ­ბა­ვი საკ­მა­ოდ დი­დი ხნის წინ მოხ­და. სა­ღა­მო ხანს მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი ერ­თად ვსე­ირ­ნობ­დით. არა­ყიშ­ვი­ლი­სა და ფა­ლი­აშ­ვი­ლის გა­დაკ­ვე­თა­ზე და­ვი­ნა­ხე რო­გორ გა­და­იფ­რი­ნა ჩვენს თავ­ზე ამო­უც­ნობ­მა მფრი­ნავ­მა ობი­ექ­ტ­მა. და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სი­მაღ­ლე­ზე მიფ­რი­ნავ­და. მარ­ტო მე რომ და­მე­ნა­ხა, კი­დევ ჰო, მაგ­რამ ორი­ვემ ერ­თ­დ­რო­უ­ლად შევ­ნიშ­ნეთ.

- რო­გო­რი ფორ­მა ჰქონ­და?

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მო­რე­ბი რომ შეკ­რათ, აი ასე­თი ფორ­მა ჰქონ­და. ისე თა­ვი­სუფ­ლად მიფ­რი­ნავ­და, თით­ქოს წო­ნა სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და. დი­დი ზო­მი­სა იყო და "მო­რებს" შო­რის სი­ნათ­ლე ბჟუ­ტავ­და. ნე­ლა მოძ­რა­ობ­და, უხ­მოდ. ჩი­ხის­კენ რომ წა­ვი­და, ეს მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი თვალს მი­ე­ფა­რა. მის­მა და­ნახ­ვამ და მე­რე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ ისე დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა, უმალ­ვე ჩი­ხის­კენ გა­ვი­ქე­ცით, მაგ­რამ აღარ­სად ჩან­და.

- დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ ეს მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი­სა იყო?

- ნამ­დ­ვი­ლად ასე იყო. მე­რე, დრო რომ გა­ვი­და და ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია, ვნა­ხე, რომ თურ­მე ზუს­ტად ასე­თი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბიც და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ, მა­ნამ­დე კი მე­გო­ნა, მათ ხო­მალ­დებს მხო­ლოდ თეფ­შე­ბის ფორ­მა ჰქონ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობ­და, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი ვნა­ხეო, ზო­გი წყნე­თი­დან ხე­დავ­და, რო­გორ დაფ­რი­ნავ­და თბი­ლი­სის თავ­ზე მფრი­ნა­ვი თეფ­ში. პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, გვე­გო­ნა, არა­ყიშ­ვილ­ზე ჰქონ­დათ "შტა­ბი" უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს და რა­ღა­ცებს ვგეგ­მავ­დით ბავ­შ­ვე­ბი (ი­ცი­ნის). არც მა­ნამ­დე და არც მას შემ­დეგ, მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, ასე­თი რამ რო­გორ უნ­და მო­გეჩ­ვე­ნოს? მარ­თ­ლა არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ობი­ექ­ტი იყო.

- თქვენ გარ­და ვინ­მემ შე­ნიშ­ნა ეს მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტი ვა­კის თავ­ზე?

- აღ­მოჩ­ნ­და, რომ სხვებ­მაც და­ი­ნა­ხეს. მე­ზო­ბელს ვუ­ამ­ბეთ ნა­ნა­ხი და გვითხ­რა, მეც და­ვი­ნა­ხე ფან­ჯ­რი­დან, რო­გორ ჩა­იფ­რი­ნა უც­ნა­ურ­მა არ­სე­ბამ ფა­ლი­აშ­ვილ­ზეო. ისე ჩუ­მად მიფ­რი­ნავ­დ­ნენ, შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­გე­გო, შენს თავ­ზე უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი რომ დაფ­რი­ნავ­დ­ნენ, მაგ­რამ ჩვენ ბავ­შ­ვე­ბი ვი­ყა­ვით და ცა­ში ავი­ხე­დეთ, ამი­ტო­მაც და­ვი­ნა­ხეთ. მე­რე რო­გორც გა­ვი­გე, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს სა­კუ­თა­რი ბა­ზე­ბი აქვთ, არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა ხომ მთას ემიჯ­ნე­ბა და ალ­ბათ იქ ჰქონ­დათ ბა­ზა, ამი­ტო­მაც ყვე­ლა ხე­დავ­და ვა­კე­ში ამ უცხოპ­ლა­ნე­ტელს. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, სადღაც რა­ღაც არ­სე­ბობ­და. გა­ვა წლე­ბი და ალ­ბათ არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა, რა­საც ახ­ლა ვამ­ბობ.

-  რა­მე მოვ­ლე­ნე­ბი ხომ არ უძღო­და ამას წინ?

- არა­ფე­რი არ უძღო­და. გა­მი­გია, რომ სა­ნამ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს შე­ნიშ­ნა­ვენ, კენ­ჭე­ბი ცვი­ვა ცი­დან, ან კი­დევ სხვა უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა, მაგ­რამ ჩემს შემ­თხ­ვე­ვა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა.

იდუმალი ავარია

64 წლის წინ (1947 წლის აგ­ვის­ტო) ამე­რი­კა­ში, ინ­დი­ე­ლე­ბის და­სახ­ლე­ბის თავ­ზე, უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნა მოხ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს ავა­რია მო­უხ­დათ. თუმ­ცა ეს ამ­ბა­ვი მა­შინ არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა და მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მწი­რი ცნო­ბე­ბი შე­მორ­ჩა ის­ტო­რი­ას... 1955 წლის ნო­ემ­ბერ­ში გერ­მა­ნელ­მა მეც­ნი­ერ­მა მი­ხა­ილ ხე­ზე­მან­მა იქ მცხოვ­რე­ბი ინ­დი­ე­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი გა­მო­კითხა. მა­თი მტკი­ცე­ბით, 1947 წელს ერ­თი კი არა, სა­მი ავა­რია მოხ­და, პირ­ვე­ლი - სო­კო­როს­თან ახ­ლოს, ივ­ნი­სის და­საწყის­ში, მე­ო­რე, ჩვენ­თ­ვის უკ­ვე ცნო­ბი­ლი რო­ზუ­ლე­მოს ავა­რია - აგ­ვის­ტო­ში, ხო­ლო მე­სა­მე - ფორ-კორ­ნე­სა­ში, არი­ზო­ნას ჩრდი­ლო­ე­თით.

ინ­დი­ე­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ავა­რი­ის შე­დე­გად ერთ-ერ­თი პა­ტა­რა უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი დე­და­მი­წა­ზე ჩა­მო­ვარ­და. ეს იყო რუ­ხი შე­ფე­რი­ლო­ბის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც და­სახ­ლე­ბა­ში და­დი­ო­და და მხო­ლოდ ბავ­შ­ვებ­თან ამ­ყა­რებ­და კონ­ტაქტს. ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­თან თა­მა­შობ­დ­ნენ, მძი­მე სე­ნით ავად­დე­ბოდ­ნენ.

მეც­ნი­ერ­სა და ჟურ­ნა­ლისტ მი­ხა­ილ ხე­ზე­მანს ერთ-ერ­თ­მა ინ­დი­ელ­მა, რო­ბის მორ­ნინ­გ­ს­კიმ ბა­ბუ­ის მი­ერ მო­ნათხ­რო­ბი უამ­ბო: მა­შინ, რო­ცა უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ხო­მალდს ავა­რია მო­უხ­და და დე­და­მი­წა­ზე ჩა­მო­ვარ­და, ერ­თი მათ­გა­ნი მძი­მედ იყო დაჭ­რი­ლი, საქ­მე­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი ჩა­ერ­თო, რომ­ლებ­საც და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, გა­დარ­ჩე­ნი­ლი უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი სას­წ­რა­ფოდ გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ ინ­დი­ე­ლებ­მა ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი მა­ინც გა­და­არ­ჩი­ნეს. უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი ინ­დი­ე­ლებს თა­ვად კარ­ნა­ხობ­და, რო­გორ უნ­და ემ­კურ­ნა­ლათ მის­თ­ვის და რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­და კი­დეც. გა­დარ­ჩე­ნილ­მა უცხოპ­ლა­ნე­ტელ­მა მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად ინ­დი­ე­ლებს მწვა­ნე კრის­ტა­ლით მთე­ლი გა­ლაქ­ტი­კა და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, აჩ­ვე­ნა, სად იყო ომე­ბი და რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ სხვა­გან. მორ­ნინ­გ­ს­კის ბა­ბუ­ის­თ­ვის კი უთ­ქ­ვამს, ღმერ­თი, რო­მელ­ზეც თქვენ ლო­ცუ­ლობთ, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლიაო.

უც­ნა­უ­რია ისიც, რომ უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს ავა­რია ინ­დი­ე­ლე­ბის და­სახ­ლე­ბის თავ­ზე მო­უ­ვი­დათ, სა­დაც შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ სი­ტუ­ა­ცი­ის აღ­საკ­ვე­თად შექ­მ­ნი­ლი და აღ­ჭურ­ვი­ლი რაზ­მი გა­მოჩ­ნ­და.

გაზეთი "ყველა სიახლე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია