თელავის ბაგა–ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად ლექსო თამაზაშვილის მეგობარი დაინიშნა

თელავის ბაგა–ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად ლექსო თამაზაშვილის მეგობარი დაინიშნა

თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორად ნათია ქარჩაიძე დაინიშნა. ქარჩაიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის და პარლამენტის წევრის, ლექსო თამაზაშვილის მეგობარია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თამაზაშვილი თელავში ნათია ქარჩაიძეს ხშირად სტუმრობს.

ნათია ქარჩაიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ლექსო თამაზაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა.

"მე და ლექსო ერთ სკოლაში დავდიოდით და ვიცნობ, თუმცა რამდენიმე წელია არ მინახავს. თუ თქვენ გინდათ და იცით, რომ ის ჩემი მეგობარია და ჩემთან სტუმრადაც მოდის, დაწერეთ, არ მაქვს პრობლემა. მე ამ თანამდებობაზე მუშაობის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საკრებულოდან და გამგეობიდან მივიღე", - აცხადებს ნათია ქარჩაიძე.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქუთაისში "ნამახვანჰესის" მშენებლობა მასშტაბური აქციით გააპროტესტეს

პარლამენტთან აქტივისტები კიდევ ერთი კარვის გაშლას ცდილობდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა

"გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა და ვაშაძეს ხმა არ ამოუღია" - მელია